ძიუდო

16:20 | 29.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ოქროსთვის ერთი ქართველი იბრძვის

საქართველოს ძიუდოისთა ნაკრების წევრები, თბილისის სპორტის სასახლეში დღეს დაწყებულ მსოფლიოს თასზე, ერთი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებენ ბრძოლას.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს, ჩემპიონ პრიზიორები პირველ სამ წონით კატეგორიაში - 60, 66, 73 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ. გადამწყვეტი შეხვედრები 17:00 საათიდან დაიწყება და ქართველთაგან უმაღლესი ჯილდოსთვის მხოლოდ 73 კილოგრამში მოჭიდავე ამბაკო ავალიანი იჭიდავებს. მისი მეტოქე ბელარუსი ალექსეი რამანჩუკი იქნება. ამავე წონაში, რეპეშაჟის ფინალში ზვიად ბაზანდარაშვილი უკრაინელ ვოლოდიმირ სოროკას დაუპირისპირდება.  
უმსუბუქეს წონაში (60კგ) კვარცხლბეგის მესამე საფეხურზე ასასვლელად დავით ასუმბანი და პაატა მერებაშვილი იბრძოლებენ. ასუმბანის მეტოქე სომეხი ჰოვანეს დავთიანი იქნება,  მერებაშვილი კი ლატვიელ ანდრეის სმაჯერსს შეხვედება.
66 კილოგრამში წინასწარი ეტაპის შეხვედრები მხოლოდ შალვა ქარდავამ დასძლია. ისიც რეპეშაჟის ფინაშია, სადაც რუს დენის ლავრენტიევს უნდა დაუპირისპირდეს.
 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095857