ჭიდაობა

19:42 | 16.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს ტურნირის ბრინჯაოს წერტილი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კიევის საერთაშორისო ტურნირი 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში: 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდნენ. ქართულ გუნდს სამივე წონაში თითო მონაწილე ჰყავდა და ორმა მათგანმა – დავით ხუციშვილმა (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (96 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ხუციშვილს ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა ნახევარფინალში აზერბაიჯანელმა ალექსანდრ გოსტიევმა ჩაუკეტა. ამ შეხვედრამდე დავითმა უკრაინელი ბოგდან დანილიუკი, მოლდოველი უმარ ბორუსევი, აზერბაიჯანელი იბრაჰიმ იუსუბოვი და ყაზახი ლეონიდ სპირიდონოვი ჩამოიცილა. გადამწყვეტი გამარჯვება კი ბრინჯაოს ფინალში უკრაინელ ანდრეი შალიუტასთან მოიპოვა.
ოდიკაძემ ძირითად ბადეში სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე მასპინძლებთან. ანდრეი ვიშარისა და პავლო ოლინიკის ძლევით ნახევარფინალში გავიდა. იქ კი ვალერი ანდრიცევთან ვეღარას გახდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც მონღოლ ბაჩულუუნ ჩინჩულუუნს ორ სეტში, აუღელვებლად აჯობა.
მალხაზ ზარქუამ ტურნირი სლოვაკი მიკოლა ბოლოტნიკის ძლევით გახსნა, მერე კი ამერიკელ ვალენტი მატთან დამარცხდა და რადგან ფინალამდე ვერც ეს ამერიკელი მივიდა და ზარქუას რეპეშაჟის შანსიც აღარ მისცემია.
შეგახსენებთ, ორდღიანი უკრაინული ტურნირის პირველ დღეს – 15 თებერვალს მედლები ოთხ წონაში გათამაშდა და სამში ჩემპიონის ტიტული ქართველმა მოჭიდავეებმა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ), დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) მოიპოვეს.

 

თავისუფალი ჭიდაობა
საერთაშორისო ტურნირი
კიევი
16 თებერვალი


60 კგ
1 ევგენი ხავილოვი (უკრაინა)
2 ვასილი ფედორიშინი (უკრაინა)
3 ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)
3 აღაჰუსეინ მუსტაფაევი (აზერბაიჯანი)

74 კგ
1 ალექსანდრ გოსტიევი (აზერბაიჯანი)
2 ენდრიუ ჰოუი (აშშ)
3 დავით ხუციშვილი (საქართველო)
3 სოსლან ტიგიევი (უზბეკეთი)

96 კგ
1 ვალერი ანდრიიცევი (უკრაინა)
2 ალენ ზასეიევი (უკრაინა)
3 ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)
3 ნაურუზ ტემრეზოვი (აზერბაიჯანი)
 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092761