ძიუდო

17:10 | 28.08.2014 | ნანახია 8643 - ჯერ

ოქროს სეზონი!

 

7-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უმაღლესი ტიტული 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის რეიტინგის ლიდერმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიპოვა.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა საჩემპიონო გზაზე ექვსი შეხვედრა მოიგო და 2014 წლის სეზონი ოქროს დუბლით დააგვირგვინა. შეგახსენებთ, ჭრიკიშვილი აპრილში მონპელიეში გამართულ ევროპირველობაზეც საუკეთესო იყო.

ჩელიაბინსკის “ტრაქტორის” დარბაზში საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენმა პირველი ბრძოლა ჩეხ იარომირ მუსილთან ჩაატარა. ამ უკანასკნელმა მეორე წუთზე ფეხი იტკინა და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო. მეორე წრეში ჭრიკიშვილმა ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიოს პირველსავე წუთზე იუკო აუღო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. მერვედფინალში პორტუგალიელ კარლოს ლუზს შიდოს უგებდა, როცა მეტოქემ ფეხში შესვლის წესი დაარღვია და მსაჯმა უმალ მოხსნა.

გაფრთხილებებმა გადაწყვიტა შემდეგი ორი შეხვედრის ბედიც – მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელ ტაკენორი ნაგასეს ილეთი ვერ შეუსრულა, მაგრამ აქტიურობით კი გვარიანად დაჩაგრა და მსაჯმა მუდმივად თავდაცვაზე ორიენტირებული აზიელი შიდოთი სამჯერ დასაჯა.

ნახევარფინალში ჭრიკიშვილი ფრანგ ალენ შმიტს დაეჭიდა და მესამე წუთზე იუკოთი ჩამორჩა. ბოლო ორ წუთში კი უკანმოუხედავად შეუტია და საწადელს კვლავ შიდოების ხარჯზე მიაღწია. საჭიდაოდ განკუთვნილი ხუთი წუთის ამოწურვამდე 21 წამით ადრე შმიტს გაფრთხილებების ლიმიტი ამოეწურა.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს მსოფლიოს 2013 წლის ფრანგი ჩემპიონი ლუის პიეტრი და კანადელი ანტუან ვალუა-ფორტიე დაეჭიდნენ. ფავორიტი რა თქმა უნდა პიეტრი იყო, მაგრამ წააგო და ჭრიკიშვილმა შარშანდელ ფინალში განცდილი მარცხის გამო მორიგი რევანშის აღების შანსი დაკარგა.

ვალუა-ფორტიესთან ავთანდილი პირველსავე წუთზე ვაზარით დაწინაურდა - მეტოქე ხელში აიტაცა და ტატამს ზურგით დაანარცხა. მსაჯმა იპონი დააფიქსირა, მაგრამ მსაჯთა მაგიდამ გადაწყვეტილება შეუცვალა. დარჩენილი ოთხი წუთი უილეთოდ გაილია.

ამრიგად, ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით რუსულ ტატამზე ნაკრების დებიუტანტი უშანგი მარგიანიც გავიდა. ყოჩაღადაც დაიწყო – კოლუმბიელ დერიან კასტროს ვაზარ-იუკოთი გასცდა, მაგრამ მეორე წრეში, ჩრდილოკორეელ ჰონგ ვი პაკთან საფინალო სირენამდე წუთით ადრე ვაზარზე დაეცა და შეხვედრის სათავისოდ შესატრიალებლად ძალა აღარ ეყო.

ხვალ მსოფლიოს პირველობაზე მედლების სამი კომპლექტი გათამაშდება. მამაკაცებში 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალებში – 70 და 78 კილოგრამებში. საქართველოს დროშის ქვეშ კი ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ) და ესტერ სტამი (70 კგ) იჭიდავებენ.

წონის ლიდერი და შესაბამისად, პირველ ნომრად განთესილი ლიპარტელიანი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთვება და ჩინელ ქსიუნჟაო ჩენსა და ესტონელ ალექსანდრ მარმელიუკს შორის მოგებულს დაუპირისპირდება. ნაკრების დებიუტანტი, 18 წლის ღვინიაშვილიც მეორე წრეში განთესა წილისყრამ. მისი სავარაუდო მეტოქეები რუსი კირილ ვოპროსოვი და ყაზახი სამატ იესენი არიან. საქართველოს ქალთა ნაკრების ნატურალიზებულ წევრს, ჰოლანდიელ ესტერ სტამს კი პირველ მოწინააღმდეგედ ავსტრიელი ბერნარდეტ გრაფი ერგო.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 9 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკი – 15 საათიდან.

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

ჩელიაბინსკი

28 აგვისტო

 

მამაკაცები

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

2 ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა)

3 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)

3 ივან ნიფონტოვი (რუსეთი)

 

ქალები

63 კგ

1 კლარის აგბენენუ (საფრანგეთი)

2 იარდენ გერბი (ისრაელი)

3 მიკუ ტაშირო (იაპონია)

3 ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)



კომენტარები (359)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:24 | 29.08.2014
braziliano84 (1301)

მოიგო,კარგია ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ლიპო...

14:36 | 29.08.2014
sportfun (1105)

რომელზე იწყება - 3-ზე?

13:17 | 29.08.2014
sportfun (1105)

ეჰ, ისე სადაურსა სად წაიყვან ბედოო, ტყულად არაა ნათქვამი. აბა, ჯარჯი ახლა საბერძნეთის სახელით უნდა ჭიდაობდეს? ორჯერაა მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიადაც მოიგო, ორჯერ ევროპა. არაფერს ვამბობ პრიზიორობაზე. რა კაცი გვეყოლებოდა?! ეჰ... მიდი ჯარჯი, შენ მაინც დაანგრიე ვოპროსოვები და სხვანი.

13:13 | 29.08.2014
sportfun (1105)

მიდის ჭიდაობები? უკლებას მოცემულ ლინკზე ბოქსია მგონი, ძიუდო არა.

15:05 | 29.08.2014
braziliano84 (1301)

დაიწყო ეხლა,აქ ვუყურებ მე...

15:24 | 29.08.2014
braziliano84 (1301)

stripslashes((strlen('http://212.227.28.227/live/index.php?channel=2')>0?'http://212.227.28.227/live/index.php?channel=2':'http://212.227.28.227/live/index.php?channel=2'))

12:57 | 29.08.2014
otia_83 (1523)

ლიპო იმედია მესამეს იჭიდავებს და ან ვოპროსოვს შეხვდება ან ისევ ტოდს

13:31 | 29.08.2014
გარეჯი (3417)

ტოდს ვერანაირად ვერ შეხვდება

12:56 | 29.08.2014
Datuna judo (356)

ა კაცი

12:55 | 29.08.2014
გარეჯი (3417)

ჯარჯი მაგარ ფორმაშიაა

12:52 | 29.08.2014
გარეჯი (3417)

ცოტა ამან გამომისწორა ხასიატი

12:52 | 29.08.2014
Cristiano Ronaldo (4995)

ფინალი ტოტი ჯარჯი იქნება

12:50 | 29.08.2014
Cristiano Ronaldo (4995)

საღო ჯურაევვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვ DDDDDDDDDDDDDDDDDDD რა შანსი გაუშვა ლიპომმმმმმმმმმმ

12:49 | 29.08.2014
გარეჯი (3417)

გასწორაააააააააააა

12:49 | 29.08.2014
otia_83 (1523)

დენისოვ კაპუტ

12:48 | 29.08.2014
braziliano84 (1301)

საღოლ უზბეკი,გააჯმევია დენისოვს

12:48 | 29.08.2014
otia_83 (1523)

ვააა ჯიგარი ხარ უზბეეეეეეკ

12:47 | 29.08.2014
გარეჯი (3417)

ამას გუნდურით უნდა უშველოთ

12:47 | 29.08.2014
Datuna judo (356)

ეგრე ვერც ტოტიმ ქნა ვერაფერი ძმაო მარა არ აფრთხილებდნეენ )))) მერე კიდე შიდო რატომ მისცეს))) და ყველაფერს რო თავი დავანებოთ მსაჯი რუსი იყო თუ არ ვცდები

12:46 | 29.08.2014
გარეჯი (3417)

900 ში ბექამ უნდა იყოჩაღოს თორე ლიპოს მაქსიმუმი ნაჩვენები აქვსდ

12:45 | 29.08.2014
Cristiano Ronaldo (4995)

ჯარჯი ხდება ჩემპიონი DDDDDDDDDDDDDDDDDDDD

12:45 | 29.08.2014
lagashi (6738)

ფუუუუუუ

12:44 | 29.08.2014
braziliano84 (1301)

თფუ ამ უკრაინელმაც რა უაზროთ წააგო...

12:44 | 29.08.2014
otia_83 (1523)

მაგარი იდიოტური მსაჯობააა

12:43 | 29.08.2014
otia_83 (1523)

მიდი უკრაინა

12:42 | 29.08.2014
lagashi (6738)

რა გაუხარდებოდათ რუსებს

12:41 | 29.08.2014
BEERTRANCE (97819)

ძალიან იმედგაცრუებული ვარ

12:40 | 29.08.2014
გარეჯი (3417)

არა და ამას ღვინიაშვილმა ორჯერ მოუგო

12:40 | 29.08.2014
გარეჯი (3417)

დღეს დენისოვის დღე იქნება ერთად ერთი ჯარჯი თუ გააჩერებს

12:39 | 29.08.2014
Cristiano Ronaldo (4995)

არაფერიც არ წაგებინეს MOUGO უნგრელმა დაჩაგრა DDDDDDDDDDDDDDDD საღო ტოტს

12:39 | 29.08.2014
გიოგიო (უმცირესობის ლიდერი) (1576)

მეორე გაფრთხილება რაში მისცეს?? ან ის იუკო რატომ არ მისცეს?? ამათი მსაჯობის დედა ვატირე

12:39 | 29.08.2014
გარეჯი (3417)

ორი ოქრო ქართველებს ბევრი მოგივათო ეტყობა მამებმა გადაწყვიტეს

12:41 | 29.08.2014
lagashi (6738)

ოქროს არ მოველოდი, რადგან ამხელა პაუზის მერე უცებ ორი ოქრო ცოტა არალოგიკურად ჩანს

12:38 | 29.08.2014
BEERTRANCE (97819)

ნამდვილად არ ველოდი, ვერაფერი ვერ ქნა ფაქტიურად.

12:38 | 29.08.2014
baqo22 (2624)

ესეთი სუსტი ლიპო??? რა იყო ესაა ჰა??? გული დამარტყავს ცოტა ხანში

12:37 | 29.08.2014
baqo22 (2624)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

12:37 | 29.08.2014
braziliano84 (1301)

ეეე,კაი რა ლიპო..

12:37 | 29.08.2014
Datuna judo (356)

წაააგებინეს

12:41 | 29.08.2014
otia_83 (1523)

კიარ წააგებინეს წააგო

12:38 | 29.08.2014
BEERTRANCE (97819)

ვერც იაქტიურა თვითონ

12:37 | 29.08.2014
otia_83 (1523)

გასკდა გუკი რაააა

12:36 | 29.08.2014
BEERTRANCE (97819)

ვერაფერი ვერ ქნა

12:35 | 29.08.2014
BEERTRANCE (97819)

კინაღამ გამისკდა გული

12:35 | 29.08.2014
baqo22 (2624)

რა ჭIრს რა არის ეს

12:31 | 29.08.2014
BEERTRANCE (97819)

მიდი ლიპო

12:29 | 29.08.2014
baqo22 (2624)

მიდი ლიპოოოოოოო

მეტის ნახვა
0.136608