ძიუდო

21:03 | 19.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს ორი შანსი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს, ვარლამ ლიპარტელიანსა (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილს (+100 კგ) გერმანული დიდი პრიზის ჩემპიონის ტიტულს და 200 სარეიტინგო ქულას თითო გამარჯვება აშორებთ.
დიუსელდორფში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანი სამხრეთკორეელ დაე ნამ სონგს დაუპირისპირდება. ოქრუაშვილის მეტოქე კი მასპინძელთა ჯილა ანდრეას ტოლცერი იქნება.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094034