ჭიდაობა

11:27 | 10.02.2014 | ნანახია 13535 - ჯერ

“ოქროს გრან პრის” 6 ქართული ოქრო

გასულ უქმეებზე პარიზმა ძიუდოს გრან სლემის პარალელურად, ჭიდაობის “ოქროს გრან პრისაც” უმასპინძლა და საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები კიდევ უფრო ხვავრიელად გამოვიდნენ, ვიდრე ძიუდოისტები.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი შედეგი ბერძენ-რომაელებმა აჩვენეს. ბეგი დარჩიას გუნდმა 4 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რევაზ ლაშხი (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ), გიორგი ცირეკიძე (80 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) ჩემპიონები გახდნენ. მესამე საპრიზო ადგილები კი ლაშა გოგიტაძემ (59 კგ), მანუჩარ ცხადაიამ (75 კგ) და ვასილ იმერლიშვილმა (98 კგ) დაიკავეს. ნაკრების განაცხადში მყოფ მოჭიდავეთაგან საპრიზო სამეულს მიღმა მხოლოდ გოდერძი დავითაძე (59 კგ), რობერტ ქობლიაშვილი (85 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე (98 კგ) დარჩნენ.

რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საფრანგეთში 6-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა. “ოქროს გრან პრი” წაუგებლად ზვიად მეტრეველმა (97 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125 კგ) ჩაამთავრეს. იოსებ ხუციშვილმა (74 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აკაკი მოწონელიძეს (61 კგ) კვარცხლბეკამდე ერთი გამარჯვება დააკლდა და მე-5 ადგილს დასჯერდა. ალექსანდრე ჯაჭვაძემ (74 კგ) და გოჩა ლომთათიძემ (86 კგ) კი საწყის ეტაპზევე წააგეს.  


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:09 | 26.02.2014
Oliverkahn123 (32)

კაია კაი

12:27 | 22.02.2014
krakadil (67)

ლინკი დადეთ ძმურათ

04:25 | 13.02.2014
mushni (93569)

ცირეკიძემ რა მაგრად მოუმატა --ძიუდოშიც,შტანგაშიც და ახლა კლასიკურშიც--სამივე ქუთაისელია ეს ყველაზე მეტად მახარებს

15:03 | 11.02.2014
McNeill (62)

თქვენ გენაცვალეთ მგლებო

23:36 | 10.02.2014
ალექსანდრე (6188)

ძალიან გამიხარდა

22:05 | 10.02.2014
davidbe (3927)

ან ვიდეოები გვანახედ ან რამე ქენით,მარტო ძიუდოა მთავარი?!

19:22 | 10.02.2014
ukleba (17336)

კარგია

04:25 | 13.02.2014
mushni (93569)

აბა რა

18:08 | 10.02.2014
ogafa (10211)

ყოჩაღ წარმატებები

13:44 | 10.02.2014
neeskensi (2433)

ევროპის ჩემპიონატზე გარკვეულია ვინ წავა,მაგრამ მსოფლიოს თასზე ლოს-ანჟელესში ვინ მიდის ხომ არ იცით?...ორი კაცი მიდის თითო წონიდან....

04:25 | 13.02.2014
mushni (93569)

ჯერ ადრეა ძმა

0.11263