60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი ჩელიაბინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელ ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდება. ამავე წონაში, ევროპის შარშანდელი ვერცხლის პრიზიორი ბეთქილ შუკვანი კი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს. რეპეშაჟის ნახევარფინალში მისი მეტოქე ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერი იქნება.
66 კილოგრამში ლაშა შავდათუაშვილი და შალვა ქარდავა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშნენ და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთნენ. შავდათუაშვილი ესპანელ სუგოი ურიარტეს დაეჭიდება, ხოლო ქარდავა – სლოვენიელ როკ დრაკშიჩს.
ოთარ მაღლაკელიძე







