ფეხბურთი

17:33 | 9.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ოქროს ბურთისთვის” ბრძოლას რონალდუ, რიბერი და მესი განაგრძობენ

 

რამდენიმე წუთის წინათ ცნობილი გახდა იმ 3 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლას განაგრძობენ. როგორც მოსალოდნელი იყო, სამეული კრიშტიანუ რონალდუმ, ფრანკ რიბერიმ და ლიონელ მესიმ შეადგინეს.

“ოქროს ბურთის” მოგების ყველაზე მეტ შანსს კრიშტიანუ რონალდუს უწინასწარმეტყველებენ, რომელიც საუკეთესო სამეულში სულ მეხუთედ, ხოლო ზედიზედ მესამედ მოხვდა.

რონალდუს შემდეგ ყველაზე მეტი შანსი გასულ სეზონში ყველაფრის მომგებ რიბერის აქვს, რომელიც საუკეთესო სამეულში პირველად მოხვდა. ის “ბაიერნის” პირველია ფეხბურთელია 2002 წლის შემდეგ, რომლისთვისაც ადგილი მსოფლიოს საუკეთესო სამ ფეხბურთელს შორის მოიძებნა. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც France Football-ისა და FIFA-ს გათამაშებები გაერთიანდა, პირველად მოხდა, რომ სამეულში “ბარსელონასა” და “რეალის” გარდა სხვა გუნდის ფეხბურთელიც მოხვდა. აქამდე, “ბარსას” ვარკსვლავებს წინააღმდეგობას მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ უწევდა.

ხსენებულ სამეულში ინდივიდუალური ჯილდოებით განებივრებული ყველაზე მეტად ლიონელ მესია, რომელიც “ოქროს ბურთის” ბოლო ოთხგზის მფლობელია. გარდა ამისა, არგენტინელი ვარსკვლავი საუკეთესო სამეულში ზედიზედ მეექვსედ მოხვდა. თუმცა, მას ჯილდოს მეხუთედ მოგების მცირე შანსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118212