ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც მომავალი წლის 13 იანვარს დაგეგმილ ცერემონიალზე “ოქროს ბურთის” მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
ესპანური “ელ მუნდო დეპორტივოს” ცნობით, პრეტენდენტთა შორის კატალონიური “ბარსელონას” 10 მოთამაშეა: მესი, ნეიმარი, ინიესტა, ბუსკეტსი, პიკე, დანი ალვეში, ფაბრეგასი, მასკერანო, ხავი და ხორდი ალბა.
მათ გარდა ჯილდოს მოპოვების შანსი კრიშტიანუ რონალდუს, სერხიო რამოსს, მესუტ იოზილს, ფრანკ რიბერის, არიენ რობენს, რობერტ ლევანდოვსკის, დიდიე დროგბას და იააი ტურესაც ექნებათ.
ცნობილი გახდა ისიც, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის შერჩეულ ათ კანდიდატს შორის ვისენტე