ფეხბურთი

21:11 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ოქროს ბუცის” მფლობელების სავარაუდო პარტნიორობა

პოპულარული ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელმა მადრიდის “რეალმა” ურუგვაის ნაკრებისა და “ლივერპულის” ფორვარდის ლუის სუარესის გადაბირება მოიწადინა და საამისოდ მზადაა 70 მერსისაიდელებს 70 მილიონი ევრო გადაურიცხოს.

“ლივერპულის” პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ადრე პრემიერლიგის ვიცე-ჩემპიონის წარმომადგენლები ურუგვაელის გასხვისებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ.

სუარესმა წლევანდელ პრემიერლიგაში 31 გოლი გაიტანა, ევროპის საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი “ოქროს ბუცი” კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად მოიპოვა, ამჯერად კი მენისკის ოპერაციის შემდეგ აღდგენით კურსს გადის და ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის იმედი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095608