ბაქოს დიდი პრიზის მეორე დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის პირველზე შედეგიანი გამოდგა. ქალთა ნაკრების წევრი ირინე ლეონიძე (+78 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა, ვაჟთა ნაკრების კანდიდატი ბექა ბერძენიშვილი (100 კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო ლაშა ზურაბიანი (81 კგ), ზვიად გოგოჭური (90 კგ) და ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ) კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ.
ვაჟთა და ქალთა შედეგების დაჯამებით შედგენილ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მხოლოდ აზერბაიჯანს და იაპონიას ჩამორჩა.
ოთარ მაღლაკელიძე







