ოდესის "ჩერნომორეცმა" საკონტროლო შეხვედრაში 8:0 სძლია უკრაინის პირველლიგელ "ნიკოლაევს". თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ერთი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა.
თორნიკემ 52-ე წუთზე 5:0 გახადა ანგარიში, როცა საჯარიმოში ერთ მცველს ოსტატურად გასცდა და ახლოდან ტექნიკურად დაურტყა მეკარეს. შემდეგ კი მშვენიერი საგოლე პასი გაუკეთა დიდენკოს.