ფეხბურთი

20:53 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის გადამწყვეტი გოლი

მარიუპოლის "ილიჩივეცმა" საკონტროლო შეხვედრაში 1:0 სძლია ლატვიის "ვენტსპილსს", სადაც თორნიკე თარხნიშვილი ირიცხება. თარხნიშვილი ამ შეხვედრაში არ გამოჩენილა - უბრალოდ, მწვრთნელმა დაასვენა.
მატჩის ერთადერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა: 76-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით.
ოქრიაშვილმა და გიორგი ჯგერენაიამ შეუცვლელად ითამაშეს, დავით თარგამაძეს კი, როგორც უკვე ვწერდით, ცხვირის ტრავმა აქვს და ჯერ არ შეუძლია თამაში.

თეგებიოქრიაშვილი
0.119071