ფეხბურთი

13:24 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის, დაუშვილისა და ღვინიანიძის სპარინგები

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ოდესის “ჩერნომორეცმა”, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ თორნიკე ოქრიაშვილმა ერთწლიანი იჯარა გააფორმა, ამხანაგურ შეხვედრაში სერბეთის “რადნიჩკისთან” 0:0 ითამაშა.

ქართველი ფეხბურთელი თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო. ოქრიაშვილი ჯერ სასურველ ფორმაში არაა, მაგრამ ოდესელთა მთავარი მწვრთნელის რომან გრიგორჩუკის თქმით, სათანადო მომზადების მერე, ის ძველ კონდიციებს დაიბრუნებს.

თურქეთში ემზადება უკრაინის პრემიერლიგის კიდევ ერთი კლუბი ლვოვის “კარპატი”. ლვოველებმა საკონტროლო თამაშში რუსეთის პირველი დივიზიონის ტულის “არსენალი” 6:1 დაამარცხეს. ბუბა დაუშვილმა “კარპატიში” მეორე ტაიმი ითამაშა. ამბროსი ჩაჩუამ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა პირველი ტაიმი ჩაატარა, ხოლო შესვენების შემდეგ მოედანზე ევგენი ბოხაშვილი გავიდა, რომელმაც გოლი გაიტანა.

“სევასტოპოლმა”, რომელსაც ტრავმის მორჩენის მერე მათე ღვინიანიძე დაუბრუნდა, თურქულ შეკრებაზე რუსეთის პრემიერლიგის “ვოლგასთან” სპარინგი 0:0 დაასრულა. ქართველმა მცველმა თავიდან ბოლომდე ითამაშა.

მახაჩყალის “ანჟიმ” ამხანაგურ მატჩში ჩეხეთის “ზნოიმოსთან” 1:2 წააგო. მახაჩყალელთა შორის სინჯებზე მყოფმა გიორგი ჯიქიამ, რომელიც რუსეთის მოქალაქა და მოსკოვის “ლოკომოტივის” სარეზერვო გუნდის კაპიტანი იყო, შეუცვლელად ითამაშა. 

0.130383