თორნიკე ოქრიაშვილი ორი საიტის (ua-football.com, football.ua) ვერსიით მოხვდა უკრაინული ტურის სიმბოლურ ნაკრებში. უკრაინის პრემიერლიგას ყველაზე ფართოდ სწორედ ეს ორი საიტი აშუქებს და თორნიკე სეზონში პირველად მოხვდა სიმბოლურში.
როგორც იცით, "ჩერნომორეცმა" შინ 1:0 სძლია "დნიპროს" და ეს ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა შემტევმა გაიტანა 33-ე წუთზე, მეორე ნახევარში კი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ძელს მოარტყა ბურთი.
საინტერესოა, რომ ოქრიაშვილმა "ჩერნომორეცში" უკვე მესამე პრემიერლიგური გოლი მიითვალა. "ილიჩივეცში" 2,5 წლის განმავლობაში კი, პენალტებს თუ არ ჩავთვლით, ოქრიაშვილს მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი – იგულისხმება მხოლოდ პრემიერლიგის მატჩები.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია ბიჭებიიი))))) ოქრიც შევა ნელ ნელა ფორმაშიიი))))
საღოლ ოქრი ! გენაცვალე !
კაი ხარ ოქრო გააგრძელე პროგრესი , ნაკრებს ძალიან ჭირდები, ისე როგორც არასდროს
ჩვენთან რო ასეთი სიტუაცია იყოს, ავყვავდებოდით
0?'>http://fanebi.com/10-klubi-romeltha-maisurebits-qhvelaze-khshirad-iqhideba/#.U1YQ2FWSyyo':'>http://fanebi.com/10-klubi-romeltha-maisurebits-qhvelaze-khshirad-iqhideba/#.U1YQ2FWSyyo'))
აი ეგრე ოქრი მოუმატე კარგია. აუ ყველაზე მაგარი ის იქნება ოქრიზე რომ ააწყონ თამაში, აი ის პენალტიც დონეცკის მეტალურგთან ამან რომ მოიპოვა ოქრის უნდა დაერტყა. ოქრი უმატებს, ჯანოც საგრძნობლად უმატებს, ჭანტურია ფორმაში შედის, პლუს კანკავა დაუშვილი და ეგრე გააგრძელეთ ბიჭებო შედეგიც გვექნება. აბა ყველაფრის ქეცბაიაზე გადაბრალება არაა მართებული. აგერ ნახეთ ბიჭები ფორმაში რომ იქნებიან თუ არ დადოს ქეცბამ შედეგი.
პენლებს მესის და რონალდოს არ აკლებენ ბომბარდირთა დავავაში და ოქრიაშვილს რატომ აკლებთ ვითომ.DDD
იმედია ასე გააგრძელებს
მე მგონია რომ თავდამსხმელი არ გვინდა ნაკრებშI რა მაგ პოზიციაზე ჯობია მუდმივად იყოს ოქრიაშვილი უბრალოდ ხე ფორვარდები ჩვენ არ გვჩირდება არ ამართლებენ....ფორვარდის პოზიციაზე მოძრავი ოქრი ნახევარდაცვაში ჯანო ყაზაიშვილი ჩანტურია
მართალი ხარ ! არც გვყავს ვინმე და რაც ნაკრებმა ითამაშა წინა შესარჩევში ფაქტიურად ათი კაცით ვთამაშობდით , ცრუ ცხრიანზე ითამაშოს ოქრიაშვილმა დ. უკანაც საეხმაროს ჯობია ვიდრე უაზროდ ვიღაც ცენტრფორვარდი გვყავდეს.
...................ოქრიაშვილი
ანანიძე ყაზაიშვილი ჭანტურია
კარგია კარგი რომ ატამაჰდნენ ბიჰები
ორი თამაშია ზედიზედ გოლი გააქვს, (ამის წინა საერთოთ შედევრი იყო), ჯანოსაც სტაბილურათ გააქვს, ჭანტურიამაც ოსტატური გოლი შეაგდო...ეგებ ჩვენც გვეშველოს რამე...წარმატებები
კაია კაიიი ჯაბაც უნდა მოვიდეს ისევ ხოდზე ბოლო ორი თამაშია რაღაც ვერაა ჯიგრულად
კარგია ასე თუ ისე ათამაშდნენ ჩვენები... (ხეზესამჯერდაკაკუნებისსმაილი)
მაგრად გამიხარდა გუნდს რომ მოაგებინა თან დნეპრთან მაგრამ მაგრად გამიტყდა კანკავას შაჩემპიონო შანსები რო შეუმოკლა(
ქრისტე აღსდგა!!!
მრავალს დაეწსარით!!!