რამდენიმე დღის წინ, ოდესის "ჩერნომორეცი" ხუთმა ლეგიონერმა დატოვა, თუმცა თორნიკე ოქრიაშვილი მათ კვალს არ მიჰყვება. ის "ჩერნომორეცში" რჩება. ოქრიაშვილი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ საქართველო-ლიხტენშტაინის მატჩში (2:0), იმედოვნებს, რომ უკრაინაში სიტუაცია სტაბილური გახდება.
აქვე, თორნიკეს ინტერვიუ Football.ua-სთან:
- “ლიხტენშტაინთან მატჩს რაც შეეხება, დადებითი შედეგი მივიღეთ. ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოჩნდნენ, ნაკრები შესარჩევისთვის ემზადება. ამიტომაც, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მინიმუმ, მესამე ადგილზე გავალთ”.
- "ჩერნომორეცი" ხუთმა უცხოელმა ფეხბურთელმა დატოვა და თქვენც შეყოვნდით საქართველოში. ბევრმა გულშემატკივარმა იფიქრა, რომ გუნდი მეექვსე ლეგიონერს დაკარგავდა.
- სიმართლე გითხრათ, ჩემს მომავალზე გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა. ჩემი მეუღლე, მშობლები და ნათესავები წინააღმდეგნი იყვნენ იმისა, რომ ოდესაში დავბრუნებულიყავი. თუმცა ვგრძნობ, რომ გუნდთან ერთად უნდა ვიყო, მიუხედავად სხვა ფაქტორებისა. რაც შეეხება უკრაინაში შექმნილ პრობლემებს, მშვიდობიანი გადაწყვეტილების იმედი მაქვს და იმედია, კარგი დრო დადგება.
- ანუ, "ჩერნომორეცში" ბრუნდებით და კონტრაქტის მიხედვით მუშაობას აპირებთ?
- დიახ.
- საქართველოში რას ამბობენ უკრაინის მოვლენებზე?
- ყველგან აჩვენებენ და ამბობენ, რომ უკრაინაში ომია. ამიტომაც გამიჭირდა მშობლების დარწმუნება იმაში, რომ სწორი იქნებოდა ოდესაში ჩამოსვლა და გუნდთან ერთად ყოფნა. საბოლოოდ მივედი დასვნამდე, რომ "ჩერნომორეცში" ჩამოსვლა და თამაშის გაგრძელება მსურს.
- ოდესაში ოჯახი თქვენთან ერთადაა?
- ამჟამად არა. სანაკრებო მატჩისთვის, საქართველოში მეუღლესთან და შვილთან ერთად გავფრინდი. როცა უკრაინაში ნორმალური სიტუაცია იქნება, ისინი ოდესაში ჩამოვლენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხშირი შემთხვევა რომ მის დრიბლინგს მცველების დაბნევა და ძირს დაყრას იწვევს

:
:საღოლ ოქრიიიიიიიიიი
კობახიძემ მგონი გადაიფიქრა და დნიპროდან წამოსვლა უნდა
დინამოს კარგი კავშირები და მენეჯერი რომ ყავდეს დნიპროდან ლობჟანიძესა და კობახიძეს ინათხოვრებდა, ილურიძე რომ ჩამოიყვანონ მშვენიერი იქნება, ზაფხულში შეიძლება დვალიშვილიც წავიდეს ლეგიადან და მასაც თუ მოიყვანენ გუნდი ევროპის ლიგისთვის მზად იქნება.
დინამო რა დაწუნებულების კლუბია?
მართალი ხარ