ფეხბურთი

10:40 | 7.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი “სევასტოპოლსაც” სურს

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც დონეცკის “შახტარის” საკუთრებაა, ერთბაშად რამდენიმე უკრაინულ კლუბს სურს. Football.ua-ს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის მსურველთა სიაში “ჩერნომორეცი” და “სევასტოპოლი” არიან.

“ჩერნომორეცი”, რომლის ინტერესის შესახებაც უკვე ვწერდით, მომდევნო სეზონში უეფას ევროპის ლიგაში იასპარეზებს და შემადგენლობის გაძლიერება სურს. თავის მხრივ, “სევასტოპოლი” ახალ და ამბიციურ გუნდს ქმნის, რისთვისაც ნიჭიერი ახალგაზრდები სჭირდება. საგულისხმოა, რომ “შახტარს” ქართველის სატრანსფერო უფლებების დაკარგვა არ სურს და კვლავ იჯარის ვარიანტებს განიხილავს.

რამდენიმე დღის წინათ, დონეცკელთა გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა განაცხადა, რომ არც თორნიკე ოქრიაშვილზე და არც მის თანამემამულე დავით თარგამაძეზე კონკრეტული წინადადება არ მიუღია.

0.124658