ფეხბურთი

14:11 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი ოდესის "ჩერნომორეცში" იჯარით გადავიდა

როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, თორნიკე ოქრიაშვილის საკითხი გადაწყდა: დონეცკის "შახტარიდან" იჯარის წესით გადავიდა ოდესის "ჩერნომორეცში". გუნდი ამჟამად ანთალიაში გადის შეკრებას და თორნიკეც იქ შეუერთდება გუნდს.

ასე რომ, 21 წლის ქართველი უკეთეს გუნდში ითამაშებს, ვიდრე ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო. "ჩერნომორეცი" "ილიჩივეცზე" ძლიერია, მეხუთე ადგილზეა პრემიერლიგაში და ევროპის ლიგაზეც გამოდის, სადაც მეთექვსმეტედფინალში "ლიონს" შეხვდება.

0.122393