ფეხბურთი

13:42 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი და თარგამაძე დამარცხდნენ, ღვინიანიძემ მოიგო

უკრაინის პრემიერლიგის მე-10 ტურში, მარიუპოლის “ილიჩივეცი” სტუმრად ლუცკის “ვოლინთან” 0:1 დამარცხდა.

ოქრიაშვილმა მარიუპოლელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კიდევ ერთი ნახევარმცველი დავით თარგამაძე “ილიჩივეცის” 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. “ილიჩივეცს” 13 ქულა აქვს და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა.

თემურ ფარცვანია “ვოლინის” სამატჩო განაცხადში არ იყო. ლუცკელები 12 ქულით მე-11 ადგილზე არიან.

“სევასტოპოლმა” შინ დონეცკის “მეტალურგს” 4:2 აჯობა. გამარჯვებულებში მათე ღვინიანიძე თავიდან ბოლომდე გაისარჯა. “სევასტოპოლი” 13 ქულით მეცხრეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) 21-ე ტურში, რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია წრთვნის, თავის მოედანზე “მეტტას” ვერ მოუგო – 2:2.

ირაკლი კლიმიაშვილმა მასპინძლებში 90 წუთი გაისარჯა. მის მსგავსად ლადო დათუნაშვილიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. ლაშა დვალი და ლევან ჭაჭიაშვილი “სკონტოს” 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდნენ. “სკონტო” 10-გუნდიან ვირსლიგას 51 ქულით ლიდერობს.

ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) 29-ე ტურში, ტურკუს “ინტერმა” შინ “ვაასან პალოსეურასთან” 1:2 წააგო. ირაკლი სირბილაძემ ტურკუელებში სრულად იასპარეზა და 32-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ინტერს” 31 ქულა აქვს და 12-გუნდიან ცხრილში ბოლოსწინაა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-19 ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს, სტუმრად “ნასაფთან” 1:1 ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე იმყოფებოდა და 51-ე წუთზე გააფრთხილეს. “ფახთაქორს” 35 ქულა აქვს და 14 გუნდში მეოთხეა.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-8 ტურში, კიშინიოვის “ზიმბრუმ” სტუმრად “კოსტულენთან” 1:1 ითამაშა. თორნიკე სტეფნიაშვილს კიშინიოველთა შორის ზედიზედ მეორე ტურია არ უთამაშია. “ზიმბრუს” 10 ქულა აქვს და 12 გუნდში მეშვიდეა.

0.124211