თორნიკე ოქრიაშვილმა პირველი ტესტ-მატჩი ჩაატარა ოდესის "ჩერნომორეცში" და დებიუტი გოლით აღნიშნა. ალბანურ "კუკესისთან" შეხვედრაში, ოქრიაშვილი 65-ე წუთზე შევიდა მინდორზე და 77-ეზე მიითვალა გოლი, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – დაახლოებით 10-12 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. შეხსენებისთვის, 21 წლის ქართველი ნახევარმცველი დონეცკის "შახტარიდან" იჯარის წესით გადავიდა ოდესურ კლუბში. შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" საკონტროლო შეხვედრაში 1:4 წააგო გერმანულ "ჰოფენჰაიმთან". თურქული კლუბიდან გოლი არგენტინელმა სკარიონემ გაიტანა.