კვირას, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მეორე ეტაპის პირველი წრე დასრულდა. წინ კიდევ 5 ტურია და წლევანდელი შეჯიბრიც ისტორიის კუთვნილება გახდება.
27-ე ტურის მთავარი ამბავი ქუთაისის “ტორპედოს” მცველის, გიორგი ონიანისადმი თანადგომის გამოხატვა იყო. შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალურ მატჩში, ბოლნისის “სიონსა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის, რომელიც ნეიტრალურ მოედანზე, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” მიმდინარეობდა, სამწუხარო ინციდენტი მოხდა. მატჩის მიწურულს, ერთ-ერთი ორთაბრძოლისას, ქუთაისელთა 29 წლის ცენტრალური მცველი მოედნის დამცავი ღობის ბოძს შეეჯახა და გონება დაკარგა. ფეხბურთელი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც კისრის მეხუთე მალის მოტეხილობა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინეს. გიორგის ოპერაცია იმ საღამოსვე გაუკეთეს. ექიმების თქმით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ფეხბურთელს ხერხემალში ფირფიტები ჩაუდგეს და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ინვალიდობას გადაურჩა. შეძლებს თუ არა კარიერის გაგრძელებას, ჯერ უცნობია. სარეაბილიტაციო პერიოდი ალბათ ნახევარ წელიწადს გასტანს.
მართლაც სამწუხარო ამბავი მოხდა. ამბავი, რომელმაც ყველაფერი დანარჩენი მეორე პლანზე გადასწია. ქუთაისში თამაშის წინ “ტორპედოსა” და “ზუგდიდის” ფეხბურთელებს ფორმებზე მეორე მაისური ჰქონდათ გადაცმული, ზუგდიდელებს “ონო, ჩვენ შენს გვერდით ვართ” ეწერათ, ხოლო ქუთაისელთა გუნდი ორად იყო გაყოფილი, ზოგს 20-ნომრიანი მაისური ეცვა, ზოგს კი 77-ნომრიანი. ერთი ონიანის ნომერია, მეორე აგრეთვე ტრავმირებული ვალერი ბოლქვაძისა. ტრიბუნაზე ზუგდიდის ფანებმა - “აბრაგებმაც” გამოფინეს ონიანის მხარდამჭერი ბანერი.
დაახლოებით ასეთივე ვითარება იყო ზესტაფონში. “ზესტაფონისა” და “დინამოს” ფეხბურთლებმა გიორგის მხარდასაჭერი ბანერი დაიჭირეს ხელში, გიორგის თანადგომას ტრიბუნებზეც უცხადებდნენ.
სხვა რა იყო საინტერესო? “დინამომ” 4-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა “დილასთან”, სამაგიეროდ, უკვე “ტორპედომაც” ამდენივე ქულით გაუსწრო “ჩიხურას”. “სიონმა” თასიდან “ტორპედოს” გამოთიშვით კარგად დაწყებული კვირა, მშვენივრად გააგრძელა, “მერანს” ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო და გასავარდნ ზონას თავზე მოექცა. ისრაელიდან საქართველოში შემოდგომაზე დაბრუნებულმა მათმა 32 წლის შემტევმა კოკა მიკუჩაძემ სეზონში პირველი ჰეთ-თრიქი მიითვალა, ხოლო მარტვილელმა საბა ლომიამ თავისი გოლების მონაგარი 16-მდე გაზარდა და საუკეთესო ბომბარდირებს კიდევ უფრო მიუახლოვდა. წლეულს ჩემპიონატში კვლავ მოუგებლები არიან “ზესტაფონი” და ”ზუგდიდი”, ხოლო ბათუმის “დინამომ” 2013 წელს პირველად წააგო. გორელთა დამრიგებელმა ვალდას ივანაუსკასმა უფულობაზე უკვე ღიად დაიჩივლა: პრობლემები მოგვეძალა, მათ შორის მთავარი – ფინანსური, მაგრამ ხელმძღვანელობა მდგომარეობის გამოსწორებას დაგვპირდა, უახლოეს ოთხშაბათს სახელფასო დავალიანებებს გაგვისტუმრებენო – თქვა ნამატჩევს ლიტველმა სპეციალისტმა. და კიდევ, კულუარებში არ წყდება ჭორაობა, “ჩიხურამ” “დილას” თასის “ვალი” დაუბრუნაო. ძნელი სათქმელია, სინამდვილეში როგორ იყო, მაგრამ ერთი კია, საჩხერელთა გუნდი ნამდვილ ლაზარეთს დაემსგავსა. ტრავმების გამო ლამის განახევრებული ძირითადი შემადგენლობით თამაშობს და ამისდაკვალად, “დილასთან” წაგებაც არ უნდა ჩანდეს მთლად ალოგიკურად.
I-VI ადგილებისთვის
ჩიხურა (საჩხერე) – დილა (გორი) 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ირაკლი მოდებაძე (4), 1:1 ბესიკ დეკანოიძე (68), 1:2 ირაკლი მოდებაძე (1:2)
ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ბექა ტუღუში (17), 2:0 ელგუჯა გრიგალაშვილი (90)
ზესტაფონი – დინამო (თბილისი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ლევან ხმალაძე (49)
1 | დინამო (თბილისი) |
27 | 19 | 6 | 2 | 71:20 |
63 |
2 | დილა (გორი) | 27 | 19 | 2 | 6 | 47:19 |
59 |
3 | ტორპედო (ქუთაისი) |
27 | 16 | 6 | 5 | 46:20 | 54 |
4 | ჩიხურა (საჩხერე) |
27 | 15 | 5 | 7 | 40:27 |
50 |
5 | ზესტაფონი |
27 | 11 | 6 | 10 | 31:24 | 39 |
6 | ზუგდიდი |
27 | 10 | 6 | 11 | 28:40 | 36 |
28-ე ტური. 19 აპრილი: ზუგდიდი – დინამო (თბილისი), ზესტაფონი – დილა, ჩიხურა - ტორპედო
VII-XII ადგილებისთვის
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – კოლხეთი (ფოთი) 0:0
სიონი (ბოლნისი) – მერანი (მარტვილი) 3:1 (1:1)
გოლები: 0:1 საბა ლომია (პენ, 30), 1:1, 2:1, 3:1 აკაკი მიკუჩაძე (პენ 42, 58, პენ 80)
დინამო (ბათუმი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 გოგი ფიფია (68)
28-ე ტური. 19 აპრილი: კოლხეთი – მეტალურგი, დინამო (ბათუმი) – მერანი, სიონი – ვიტ ჯორჯია
1 | მეტალურგი (რუსთავი) |
27 | 12 | 6 | 9 | 27:29 | 42 |
2 | მერანი (მარტვილი) |
27 | 8 | 3 | 16 | 27:42 |
27 |
3 | სიონი (ბოლნისი) | 27 | 6 | 7 | 14 | 20:42 |
25 |
4 | დინამო (ბათუმი) |
27 | 6 | 5 | 16 | 27:49 | 23 |
5 | ვიტ ჯორჯია (თბილისი) |
27 | 5 | 8 | 14 | 17:38 | 23 |
6 | კოლხეთი (ფოთი) | 27 | 2 | 6 | 19 | 15:46 | 12 |
მეგოლეები:
21 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)
17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
16 - საბა ლომია (1, “მერანი”)
12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)
10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)
8 - ლევან ხმალაძე (“დინამო”), დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი)
7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“დინამო” თბილისი)
6 – ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”), მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”) ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)
5 - გიორგი კუხიანიძე (2, “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ნიკო კვასხვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ორივე - "ჩიხურა"), რომან ახალკაცი (“მეტალურგი”)
4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი), აკაკი მიკუჩაძე (3, “სიონი”)
3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ნათან ჟუნიორი (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი, ბექა ტუღუში (ორივე - “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”)
2 – ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ყველა – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი, გოგი ფიფია (ორივე - “მეტალურგი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი), მიხეილ გორელიშვილი, ბაჩანა არაბული, დათო კვირკველია (1), ლაშა გვალია (1, ყველა - “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“სიონი”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, ამირან მუჯირი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე (“ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გურამ ადამაძე, გიორგი ჯანელიძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე (ყველა - “დილა”), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, გიორგი ბუხაიძე (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია (“დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)
ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი, გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.