ფეხბურთი

1:12 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ონილი: "საქართველოსგან მეტს მოველოდი"

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა, საქართველოსთან ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მოგების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- მთლიანობაში, თამაშს როგორ შეაფასებდით?

მარტინ ონილი: ვთვლი, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ბურთს ვაკონტროლებდით და გასვლით შეხვედრაში ეს რთული გასაკეთებელია. როდესაც საქართველომ გაათანაბრა, სიტუაცია დაიძაბა. მიუხედავად ამისა, მობილიზება მოვახერხეთ და გამარჯვება მაინც შევძელით. ჩემ გუნდს პროგრესი ეტყობა.

- საქართველოს ნაკრებიდან ვის გამოარჩევდით?

- თქვენ რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი გყავთ და რომელიმეს ვერ გამოვყოფ. მართალია, მეორე გოლის გასატანად ჩვენ ბევრი არ გაგვიკეთებია, მაგრამ ასე სჯობს. ქართველთაგან უფრო მეტს ველოდი.

- რამდენად ელოდით საქართველოსგან ასეთ მედგარ წინააღმდეგობას?

- სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვიყავი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: ქართველებს მეტი შეეძლოთ. ბოლოს, მეტოქე ისე თამაშობდა, თითქოს ფრე აწყობდა. ქართველების რამდენიმე თამაშს ვუყურე, ნანახი მაქვს საფრანგეთთან თამაშიც და ვაღიარებ, უკეთეს თამაშს მოველოდი.

ირლანდიის ეროვნული ნაკრები საქართველოდან, ჩვენდა სამწუხაროდ, სამი ქულით წავიდა. ირლანდიელები შემდეგ მატჩს 11 ოქტომბერს, შინ, ჯგუფის აუტსაიდერ გიბრალტართან ჩაატარებენ.

გიორგი ბალახაძე

0.135357