ფეხბურთი

18:20 | 6.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ო’ნილი: “დაუმსახურებლად გამათავისუფლეს”

ინგლისური “სანდერლენდის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი მარტინ ო’ნილი დაკავებული თანამდებობიდან მის გათავისუფლებას დაუმსახურებლად მიიჩნევს.

“ისევ იმედგაცრუებული და უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ფეხბურთში რაიმეთი გაკვირვება ძნელია, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში.

დღეს, მწვრთნელმა, შესაძლოა, სამუშაო იმის გამო დაკარგოს, რომ მისი ჰალსტუხი კოსტიუმს არ შეეფერება. “სანდერლენდში” იმ დროს მივედი, როდესაც გუნდი მუხლებზე იდგა და მისი გავარდნისგან გადარჩენა მოვახერხე. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობდი, რომ ხელმძღვანელობის ნდობა მოვიპოვე. ვფიქრობ, ჩემი გათავისუფლება დაუმსახურებელი იყო.” – ციტირებს ო’ნილის სიტყვებს BBჩ.

შეგახსენებთ, რონ ო’ნილი დაკავებული თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინათ, იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო 8 თამაშიდან ვერცერთი მოიგო. 61 წლის ჩრდილო ირლანდიელის ადგილი პაოლო დი კანიომ დაიკავა.

0.121954