ყაზახეთის “ჟეტისუს” მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ ინტერნეტგამოცემა sports.kz-სთან საუბარში განაცხადა, რომ ყარაგანდის “შახტიორის” მთავარი კოზირი “მეორე სართულზე” თამაშია.
ომარ თეთრაძე: “სელტიკთან” მატჩში ყარაგანდულმა კლუბმა სანახაოებრივი ფეხბურთი აჩვენა. “შახტიორმა” მეორე ნომრად ითამაშა. თავს საიმედოდ იცავდა და დაცვიდან შეტევაში ძალიან კარგად გადადიოდა. ამ ტაქტიკამ შოტლანდიელები დაამარცხებინა. “სელტიკს” უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მეტოქის დაცვას ვერაფერი მოუხერხა. საერთო ჯამში, ყაზახურმა კლუბმა კარგი განწყობა და აგრესიული ხასიათი გამოავლინა, რაც ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა ძნელია. “შახტიორის” თერთმეტივე მოთამაშე მოედანზე ლიდერია. გუნდში ძალიან ძლიერია გამარჯვების სულისკვეთება. ყარაგანდელებს მებრძოლი შემადგენლობა ჰყავთ და ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი. “შახტიორის” კოზირი “მეორე სართულზე” თამაშია. ეს ძალისმიერი გუნდია, რომელსაც შეუძლია, კონკურენცია ევროპის ნებისმიერ კლუბს გაუწიოს, რაც “სელტიკთან” მატჩშიც აჩვენა”.
თეთრაძის თქმით, “შახტიორი” დაფინასების მხრივ წამყვან ევროპულ გუნდებს ძალიან ჩამორჩება:
“ყარაგანდელებს ძალიან მცირე ბიუჯეტი აქვთ. სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეებს უფრო დაბალი ხელფასები აქვთ, ვიდრე ზოგიერთი რუსული გუნდების დუბლშემადგენლობათა ფეხბურთელებს”.