ფეხბურთი

14:15 | 27.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოლსენმა საქართველოსა და სომხეთისთვის არჩევანი გააკეთა

დანიის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მორტენ ოლსენმა იმ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც 5 ივნისს საქართველოს ნაკრებთან ჩასატარებელი ამხანაგური მატჩისთვის, ხოლო 11 ივნისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სომხეთთან შეხვედრისთვის მოემზადებიან.

დანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ოლსენმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა:

მეკარეები: სტეფან ანდერსენი (“ევიანი”, საფრანგეთი), კასპერ შმაიხელი (“ლესტერი”, ინგლისი), იესპერ ჰანსენი (“ნორსიელანდი”).

მცველები: ლარს იაკობსენი (“კოპენჰაგენი”), სიმონ კიაერი (“ვოლფსბურგი”, გერმანია), სიმონ პოულსენი (“სამპდორია”, იტალია), დანიელ ვასი (“ევიანი”, საფრანგეთი), ანდრეას ბიელანდი (“ტვენტე”, ჰოლანდია), ჟორეს ოკორე (“კოპენჰაგენი”), კიან ჰანსენი, პეტერ ანკერსენი (ორივე “ესბიერგი”).

ნახევარმცველები: ვილიამ კვისტი (“შტუტგარტი”, გერმანია), კრისტიან ერიქსენი, ლასე შიონე (ორივე “აიაქსი”), ნიკი ზიმლინგი (“მაინცი”, გერმანია), ნიკოლაი სტოკჰოლმი (“ნორსიელანდი”), კასპერ კუსკი (“ოლბორგი”).

თავდამსხმელები: მიქაელ კრონ-დელი (“სელტა”, ესპანეთი), დენის რომედალი, სიმონ მაკიენოკი (ორივე “ბრონდბიუ”), ანდრეას კორნელიუსი (“კოპენჰაგენი”), ვიქტორ ფიშერი (“აიაქსი”), მარტინ ბრაიტვეიტი (“ესბიერგი”), ნიკლას პედერსენი (“მეჰელენი”, ბელგია).

 

თეგებიოლსენი
0.120709