კალათბურთი

19:56 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპში” ძირითადის ძველი შემადგენლობიდან ხუთი კალათბურთელი დარჩა

 

სუპერლიგის ექს-ჩემპიონისა და სუპერთასის მფლობელ “ოლიმპში”, ძირითადის ძველი შემადგენლობიდან ხუთი კალათბურთელი: ტატო თავართქილაძე (უკანახაზელი, 16.02.91, 191სმ, 84კგ), ირაკლი მიქელაძე (უკანახაზელი, 26.03.94, 181სმ, 71კგ), ირაკლი გულისაბედაშვილი (ფორვარდი, 11.02.88, 190სმ, 80კგ), ნოდარ თენიეშვილი (ფორვარდი, 07.06.92, 196სმ, 95კგ) და ნოდარ გოგოძე (უკანახაზელი, 12.07.94, 188სმ, 70კგ) დარჩნენ. ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” “ოლიმპის” მთავარმა მწვრთნელმა დავით თორთლაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ “ოლიმპის” ახალმა ხელმძღვანელობამ, სუპერლიგის სხვადასხვა გუნდებიდან ხუთი კალათბურთელი: უკანახაზელი ლაშა ფარღალავა (“არმია”), ცენტრალური თავდამსხმელი რიჩარდ მათიაშვილი (“ქუთაისი-2010”), ცენტრალური თავდამსხმელი რეზო ათანელიშვილი (“რუსთავი”), ფორვარდი გიორგი ხანიაშვილი (თსუ) და მძიმე ფორვარდი დავით ხიზანიშვილი (თსუ) დაიმატა. 

0.11613