კალათბურთი

15:31 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპმა” და “შსს აკადემიამ” მემორიალზე მე-5 და მე-6 ადგილები გაინაწილეს

ოლიმპიური ჩემპიონების, მიხეილ ქორქიას-ზურაბ საკანდელიძის მემორიალის მე-9 გათამაშების დასკვნითმა შეხვედრებმა კალათბურთის აკადემიიდან სპორტკომპლექს “არენაში” გადაინაცვლა. უკვე გათამაშდა მე-5 –მე-6 ადგილები, რომელშიც ერთმანეთს “ოლიმპი” და “შსს აკადემია” ეცილებოდნენ. ფავორიტად “ოლიმპი” ითვლებოდა, რადგან “შსს აკადემია” აღნიშნულ ტურნირში მე-2 შემადგენლობით თამაშობს. როგორც მოსალოდნელი იყო, “ოლიმპმა” დიდი ანგარიშით 80:52 შეძლო მეტოქის დამარცხება და ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო “შსს აკადემია” ბოლო მე-6 ადგილით დაკმაყოფილდა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 19-19 ქულა “ოლიმპის” ცენტრალურმა თავდამსხმელმა რევაზ ათანელიშვილმა და ფორვარდმა ნოდარ თენიეშვილმა დააგროვეს. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მათი თანაგუნდელი, ცენტრალური თავდამსხმელი რიჩარდ მათიაშვილი, რომელმაც 10 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.

ძალოვნების მხრიდან ყველაზე მეტი 12 ქულა ფორვარდმა ლერი კვანტალიანმა დააგროვა.

გთავაზობთ აღნიშნული ტურნირის ტექნიკურ შედეგს:

“ოლიმპი” – “შსს აკადემია” – 80:52 (16:14, 15:14, 20:12, 29:12)

ამჟამად მიმდინარეობს შეხვედრა მე-3 – მე-4 ადგილებისთვის, რომლებსაც ერთმანეთს “არმია” და “რუსთავი” ეცილებიან.

 

 

0.119987