სხვა

21:54 | 19.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური კომიტეტი სექტემბრიდან ოფისს შეიცვლის

დღეს, მაჩაბლის ქუჩაზე, თერთმეტ ნომერში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ,,თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ახალი ოფისის პრეზენტაცია შედგა. სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა დამსწრეთ აუწყა, რომ ოფისის გახსნის ცერემონიალი თვრამეტ სექტემბერს შედგება და მას არაერთი საპატიო სტუმარი დაესწრება. მათ შორის, მონაკოს პრინცი ალბერტ II. “უმაღლესი რანგის სპორტული ფორუმის სამასპინძლოდ ვემზადებით და სეოკ-ს, ან თუნდაც საორგანიზაციო კომიტეტს, შესაბამისი დონის ოფისიც უნდა ჰქონდეს. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, შენობა, სადაც ადრე სახალხო დამცველის ოფისი იყო, ოლიმპიური კომიტეტისთვის 49-წლიანი იჯარით გადაეცა. აქ გაკეთდება ულტრათანამედროვე ოფისი, სადაც მუშაობის საუკეთესო პირობები იქნება”, – განაცხადა გია ნაცვლიშვილმა და დამსწრეთ ,,თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის სპორტული დირექტორი, ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი ოფიციალურად წარუდგინა.
პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობა ,,თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, რევაზ ჩომახიძემ და გენერალურმა მდივანმა არჩილ გეგენავამაც მიიღეს.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე
კახა ბერიძის ფოტო


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098142