სხვა

13:35 | 27.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური გარბენი თბილისში

საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სოკ-ის მიერ აღიარებულ ორასზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად ივნისის ბოლოს იმართება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ქალაქის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, სასტუმრო “რედისონიდან“ თავისუფლების მოედანზე, გარბენი თბილისშიც მოეწყო.
ღონისძიებაში სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, ოლიმპიური  ჩემპიონები ზურაბ ზვიადაური და შოთა ხაბარელი, ვეტერანი თუ მოქმედი სპორტსმენები, საზოგადოებისათვის ცნობილი სხვა სახეები და ინვალიდები მონაწილეობდნენ.
გარბენის მთავარი მიზანი, ცხოვრების ჯანსაღი წესის და ხალხთა შორის მშვიდობის დანერგვაა, მაგრამ თბილისურ გარბენს სხვა სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. როგორც ცნობილია, 2015 წელს საქართველოს დედაქალაქი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს და გარბენის მონაწილენიც ამ ღონისძიების მაისურებით იყვნენ შემოსილნი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126199