სხვა

23:05 | 17.09.2014 | ნანახია 4814 - ჯერ

ოლიმპიური ჩემპიონები მწვერვალ “საქართველოს ოლიმპიელზე”

1989 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში ისტორიული მოვლენა მოხდა. დამფუძნებელ კონფერენციაზე, რომელსაც 337 დელეგატი ესწრებოდა, დაარსდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ქართული ოლიმპიური მოძრაობა ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა და იკიდებდა ფეხს დიდ ოლიმპიურ ოჯახში. დღესდღეობით კი გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სეოკ-ი საერთაშორისო სპორტულ სტრუქტურებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

ახლოვდება სეოკ-ის 25 წლის იუბილე და ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით თბილისს არაერთი საპატიო სტუმარი ეწვევა. მათ შორის უნდა გამოვყოთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და 25-მდე ქვეყნის ეოკ-ის ხელმძღვანელები.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, 9-10 ოქტომბერს, თბილისში მთელი რიგი ღონისძიებები გაიმართება, თუმცა მანამდე, სწორედ სეოკ-ის იუბილეს მიეძღვნა ხდის ხეობაში მწვერვალ “საქართველოს ოლიმპიელის” დაპყრობა, რომელიც ზღვის დონიდან 4200 მეტრზე მდებარეობს.

25-კაციანი ექსპედიაცია ძალზედ წარმომადგენლობითი იყო და მასში ოთხი ოლიმპიური ჩემპიონი მონაწილეობდა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის გამარჯვებულებმა შოთა ხაბარელმა და ვახტანგ ბლაგიძემ ყველა სიძნელეს გაუძლეს, არაერთი დაბრკოლება გადალახეს, წინ შეუპოვრად მიიწევდნენ და ჯამში 16 საათიანი ფეხით სიარულის შემდეგ, მიზანს მიაღწიეს და ზღვის დონიდან 4200 მეტრ სიმაღლეზე საქართველოსა და საერთაშორისო ოლიმპიური დროშა ააფრიალეს.

www.geonoc.org.ge


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:16 | 13.06.2017
O. Mertskhali (8101)

მეც ლეხი მირჩევნია

22:23 | 12.06.2017
shakooo7 (2507)

Lexi nikush Lexi to Ari's realuri Shansi at iqneba cudi

22:22 | 12.06.2017
shakooo7 (2507)

poloneti jobia shotlandiis chsdjmul chempionats

20:03 | 12.06.2017
alfadhirhaiti (7530)

ევრო საბჭოთაკავშირი იშლება თანდათან და ეგებ მასე მაინც გაეწიოს სამსახური ქართველ ფეხბურთელებს...

20:04 | 12.06.2017
alfadhirhaiti (7530)

არა, პრინციპში პირიქით გამოვა...

20:03 | 12.06.2017
vuchinich (83)

არამგონია რეინჯერსის დაინტერესება რეალური იყოს, თუმცა მგონია თუ წავა შოტლანდიაში თავისი გაბარიტების და ძალის გამო არ დაიკარგება

19:16 | 12.06.2017
levang (194)

ვერ ვიტყვი, რომ სკოტებმა მომავალი არველაძე დაინახეს, მაგრამ ეტყობა ფლოს აგონებთ ამისი მონაცემები

სხვათაშორის ევროკავშირში შესვლა ქვეყნის განვითარებაზე მეტად ქართულ ფეხბურთს წაადგება მემგონი
ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები არაევროკავშირელ ლეგიონერებზე და ამის ფონზე რთულია ბრაზილიელს, არგენტინელს, ან თუნდაც აფრიკელს გაუწიოს კომკურენცია ქართველმა და ის არაევროკავშირული სლოტი დაისაკუთროს...

18:57 | 12.06.2017
NudeDude (822)

სკოტებს და ზოგადად ბრიტანელებს უყვართ ძალისმიერი ფეხბურთი და მათი ნავესებისთვის დიდი ძლიერი ფორვარდის ნიკას სახით მისწრებაა

18:51 | 12.06.2017
Madness (331)

ლეხს ოსევ რეინჯერსი ჯობია უფრო ითამაშებს შოტლანდიაში ვიდრე პოლონეთში წარმატებებიი იმედია კაი გუნდს გამოკრავს ხელს..

17:42 | 12.06.2017
levani82 (41682)

სავაშა__

ჩვენებისთვის ინგლისი გამორიცხულია მათ საკუთარი რეგულაცია აქვთ

18:55 | 12.06.2017
NudeDude (822)

სავაშა მართალია იმიტომ რომ ეგ რეგულაციები რომ ნაღდი იყოს საპოჟნიკი ემიუში არ ითამაშებდა...

17:46 | 12.06.2017
სავაშა__ (6590)

ლივერპულში ესტონეთის ნაკრების ფეხბურთელი არ თამაშობს? მოუნდეთ და ათამაშებენ - სისულელეა ეგ ბაზრები.

18:46 | 12.06.2017
levani82 (41682)

რასაც ვამბობ ეგრეა

17:41 | 12.06.2017
სავაშა__ (6590)

პოლონეთი კარგია, მაგრამ რეინჯერსში უფრო გაასწორებს იქნებ შოტლანდიიდან ინგლისში მოხიოს წარმატებები. ძაან მომწონს ეს თავდამსხმელი პროსტა გუშინ უნდა შეგეგდო რაა

17:40 | 12.06.2017
Nikala (147)

გამიხარდება თუ რეინჯერსში გადავა. შოტლანდიაში ჩვენები ყოველთვის წარმატებით თამაშობდნენ.

17:35 | 12.06.2017
ირაკლი1986 (2288)

ოღონდ პოლონეთი არა რააა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065006
4814