ჭიდაობა

15:35 | 1.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურ ჭიდაობას ქართველი მსაჯიც მოემსახურება

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე საჭიდაო ხალიჩაზე 14 ქართველი გავა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა შვიდივე წონით კატეგორიაში მოახერხეს ლიცენზიის მოპოვება, ბერძენ-რომაელებმა – ექვსში. ახლახან კი ქართულ საჭიდაო ოლიმპიურ დელეგაციას ერთი მსაჯიც დაემატა – ედიშერ მაჩაიძის თაობაზე საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ოფიციალური შეტყობინება მიიღო.
ედიშერ მაჩაიძე საქართველოდან ერთადერთი კანდიდატი იყო, რადგან უმაღლესი კატეგორიის მსაჯი მხოლოდ ისაა. შემდეგ მოდის პირველი კატეგორია, რომელშიც მალხაზ ჯორბენაძე, ზაზა ჯიბლაძე, თემურ ყაზარაშვილი და გელა ჯანელიძე შედიან. მათ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა თითქმის ყველა უმაღლესი რანგის ტურნირის მსაჯობა შეუძლიათ. მეორე კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს, მესამეს ნორმატივი კი გია კოტიშაძეს, ედნარ ლომანაძესა და მიშა გრძელიძეს აქვთ შესრულებული. მათ შედარებით დაბალი რანგის საერთაშორისო ტურნირების მომსახურების უფლება აქვთ.
ლონდონის ოლიმპიური თამაშები 27 ივლისს გაიხსნება. მოჭიდავეები კი საქმეში 5 აგვისტოდან ჩაერთვებიან. 5, 6 და 7 აგვისტოს ჩემპიონებს ბერძენ-რომაელები გამოავლენენ. თავისუფლები კი მედლებს 10-12 აგვისტოს გაათამაშებენ.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09711