სხვა

13:55 | 24.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიკი” მორიგ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

 

24-26 ივნისს, საწყლოსნო კომპლექსი “ოლიმპიკი” წყალბურთელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. მასში საქართველოს ნაკრებთან ერთად, მონაწილეობას ყაზახეთისა და ბელარუსის ნაკრებებიც მიიღებენ. წინასწარი გეგმით, თბილისში უკრაინელებიც უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს და ორგანიზატორებმა მათ ნაცვლად განაცხადში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეიყვანეს.

“წინ საკმაოდ საინტერესო ტურნირი გველის. ყაზახეთი აზიის 2011 წლის ჩემპიონია. რაც შეეხება ახალგაზრდულ გუნდს, მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატი ელის და გამოცდილ მოწინააღმდეგეებთან თამაში სასიკეთოდ წაადგება” უთხრა “მსოფლიო სპორტს” საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ.

 

აქვე ტურნირის გრაფიკიც:
24 ივნისი

17:00 საქართველოს ახალგაზრდული – ყაზახეთი
18:30 საქართველო – ბელარუსი
 

25 ივნისი
17: 00 საქართველოს ახალგაზრდული – ბელარუსი
18:30 საქართველო – ყაზახეთი
 

26 ივნისი
10:30 საქართველო - საქართველოს ახალგაზრდული
12:00 ბელარუსი – ყაზახეთი
 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167141