პირეოსის “ოლიმპიაკოსმა” ევროლიგის პლეი ოფის მე-3 მატჩში მადრიდის “რეალს” 78:76 სძლია და ჩამორჩენა მინიმალურამდე დაიყვანა. საშინაო შეხვედრაში ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ბერძნული გრანდის განაცხადში იყო, თუმცა, მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.
გასულ თამაშში საუკეთესო ბრაიან დანსტონი იყო, რომელმაც 30:41 წუთში 21 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. 17 ქულა ჩააგდო ვასილის სპანულისმა, ხოლო ბრენტ პეტვეის და მეტიუ ლოესკის აქტივში 11-11 ქულა იყო.
“რეალის” მხრიდან 10-ქულიან ზღვარს 4 კალათბურთელი გადასცდა: სერხიო როდრიგესი (19), რუდი ფერნანდესი (18), სერხიო ლული (16) და ფელიპე რეიესი (13).
ბერძნული და ესპანური კლუბების მორიგი დაპირისპირება 23 აპრილს ისევ პირეოსში შედგება და თუკი მასში “ოლიმპიაკოსმა” იმარჯვა, გადამწყვეტ თამაშს 25-ში უკვე მადრიდი უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გასაგებია რომ დიდი ფულია 60 ათასი ევრო, მაგრამ ყველაფერი ფული ხომ არაა, თანაც არა მგონია ესპანეთში ბევრად ნაკლები ჰქონოდა..
რა ღირსია და რა დარჩენაზე ლაპარაკობთ? გიო 60 ათასს ევროიან კონტრაქტს მოაწერა ოლიმპიაკოსთან. 3 თვეს ფეხებდაკიდებული გაძლებს არათუ საერთოდაც არ ათამაშონ
80 000
მტკიცდება თანდათან იმათი სიმართლე, ვინც თავიდანვე ვწერდით, სჯობს ესპანეთში დარჩესთქო ოლიმპიაკოსში დაბრუნებას..
ხოო რამართალია! რას გადადიოდა არ იცოდა იმ ნაბ ო ზარი ბერძნების
ამბავი ?? @@@
ღირსია შერმადინი მაგის, რასაც უკეთებენ და უკვე მერამდენემ უკეთებენ ბერძნები ერთი და იგივეს.. 10 000 $ ით მეტი ხელფასის გულისთვის, იმ გუნდიდან სადაც ერთ-ერთი ლიდერი ხარ არ უნდა წახვიდე.. უკვე მერამდენემ ბრუნდება საბერძნეთში და მერე ახლიდან უწევს ყველასთვის დამტკიცება თუ რა შეუძლია.. ხოდა ღირსია რა და ხეხოს სკამი
ჯობდა დარჩენილიყო სარაგოსაში...ან ამ ოლიმპიაკოსმაც რატომ დაიბრუნა?