გიორგი შერმადინის გადასვლის შემდეგ, პირეოსის “ოლიმპიაკოსმა” საბერძნეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა, თუმცა, მასში ქართველ კალათბურთელს მონაწილეობა არ მიუღია.
გიორგიოს ბარცოკასის შეგირდები ამჯერად პატრასის “აპოლონს” ესტუმრნენ და მძლავრად ჩატარებული პირველი მეოთხედის (23:12) წყალობით, 76:67 იმარჯვეს.
პირეოსელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი მეტ ლოესკი იყო 16 ქულით, მის გარდა კი, 10-ქულიან ზღვარს ევანგელიოს მანცარისი (14) და გეორგიოს პრინტეზისი (11) ასცდნენ.
“ოლიმპიაკოსმა” საბერძნეთის ჩემპიონატში 20 მატჩში მე-18 გამარჯვება იზეიმა და მე-2 ადგილზე იმყოფება, ლიდერი კი “პანათინაიკოსი” გახლავთ 19 მოგებით.
15 მარტს შერმადინის ახალი კლუბი სალონიკში “არისს” ესტუმრება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბევრი იყო ესეთი პერსპექტიული მაგრამ მერე ვერ განვითარდნენ
მაგრამ ძაან გაანიავა თავისი საქციელით
არადა როგორი პესპექტიული ჩანდა
ოხ ბალო ბალო
ავარიის ოქმი ხომ არ გექნებათ რომ გამოაქვეყნოთ?!