ბერძნული “ოლიმპიაკოსის” ნიგერიელი თავდამსხმელი მაიკლ ოლაიტანი მატჩის მსვლელობისას მოულოდნელად მოედანზე დავარდა და გონება დაკარგა.
ეს “პანათინაიკოსთან” 0:3 წაგებული მატჩის მსვლელობისას მოხდა. ინციდენტი პირველ ტაიმში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში მოხდა, როდესაც ოლაიტანს ბურთი არ ჰქონდა.
BBC-ის ცნობით, ექიმებმა 21 წლის ფეხბურთელი მანამ მოიყვანზე გონზე, სანამ მას საავადმყოფოში გადაიყვანდნენ და ღამით მისი მდგომარეობა სტაბილური იყო.
თამაშის მსვლელობისას “პანათინაიკოსის” მწვრთნელი იანის ანასტასიუც დაშავდა. მას ტრიბუნიდან ნასროლი ნივთი მოხვდა, მაგრამ წამოდგომა მოახერხა და მოგვიანებით გამარჯვებაც იზეიმა.







