ძიუდო

10:54 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადის ფინალი ისევ ქართულად დაგვირგვინდა

 თბილისის გრან პრის მეორე დღე ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალის განმეორებით დაიწყო – ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა უნგრელი მიკლოშ უნგვარი კიდევ ერთხელ დაამარცხა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ ლონდონში ორივე ძიუდოისტი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ამჯერად ერთი წონით მაღლა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შავდათუაშვილი პირველივე წამებიდან დაეუფლა უპირატესობას. მართალია გდება არ შეუსრულებია, მაგრამ მსაჯს მოწინააღმდეგე სამჯერ გააფრთხილებინა.

მეოთხედფინალში ლაშა შავდათუაშვილი უკრაინელ სერგეი დრებოტს დაეჭიდება.

დღეს მედლები კაცებში 73 და 81 კილოგრამებში თამაშდება. ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში. საქართველოს სახელით კი ამ ოთხ წონაში 11 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.

0.113139