კალათბურთი

22:31 | 24.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპი” მეხუთემდე მაინც მივიდა

 

დასასრულს მიუახლოვდა საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერია, სადაც რეგულარული პირველობის გამარჯვებული “ოლიმპი” და საქართველოს თასის მფლობელი “შსს აკადემია” ხვდებიან. რიგით მე-4 მატჩში “ოლიმპმა” 82:75 დაამარცხა მეტოქე და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2. მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა კვირას, 26 მაისს ჩატარდება, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება და სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

წინა მე-3 შეხვედრის მსგავსად, დღევანდელი მატჩიც “ოლიმპის” უპირატესობით დაიწყო. ოლიმპიელებმა თავიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა და პირველი მეოთხედის შემდეგ 7 ქულით - 20:13 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედში “შსს აკადემიამ” თამაში გამოასწორა, ანგარიშის სხვაობა ერთ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ დაწინაურება ვერ შეძლო. “ოლიმპმა” ოთხივე მეოთხედი მოიგო და მატჩი საბოლოოდ გამარჯვებამდე მიიყვანა.

ყველაზე დაძაბული გამოდგა დასკვნითი მეოთხედი, რომლის დაწყებიდან 2 წუთიც არ იყო გასული, რომ “ოლიმპისა” და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა სტევან მილოშევიჩმა მე-5 პერსონალური ჯარიმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. ამ ჯარიმამ ოლიმპიელი ლეგიონერის აღშფოთება გამოიწვია, რაც მთელ მოედანს გადაედო და ამის შემდეგ მოედანზე სიტუაცია უაღრესად დაიძაბა. აღელდა მისი თანაგუნდელი დვალიშვილიც, რომელიც მილოშევიჩის მოედნიდან გასვლის შემდეგ ცენტრალური თავდამსხმელის მოვალეობას ასრულებდა. მას შემდეგ, რაც მილოშევიჩის გასვლიდან წუთზე ოდნავ მეტი იყო გასული, დვალიშვილმაც მე-5 პერსონალური ჯარიმა მიიღო და მანაც იძულებით დატოვა მოედანი.

მიუხედავად ამისა, “ოლიმპი” არ არეულა და გუნდის ლიდერობა ლეგიონერმა დერონ მორმა იკისრა. მართალია, რთულად, მაგრამ “ოლიმპი” ანგარიშში უპირატესობის შენარჩუნებას ახერხებდა. ერთ-ერთ მომენტში “შსს აკადემიას” ლეგიონერი ჩად პრევიტი უხეშად ეთამაშა ოლიმპიელ კალათბურთელს ლამარს, რამაც მიხეილ ბერიშვილის აღშფოთება გამოიწვია, ხელი უბიძგა პრევიტს და ტექნიკური ჯარიმა მისთვის მე-5 აღმოჩნდა. ბერიშვილი “ოლიმპის” ძირითადი შემადგენლობის მესამე კალათბურთელი იყო, რომელმაც გუნდი იძულებით დატოვა. გია კაზანჯიანის შეგირდების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და 82:75 დაამარცხეს მეტოქე.

დაძაბულობა არც მატჩის დასრულების შემდეგ განელებულა, ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის დიდი გაწევ-გამოწევა იყო. ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზატორებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ აღნიშნული ფაქტები, რადგან მეხუთე გადამწყვეტ თამაშში, სადაც გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს, შეიძლება უკმაყოფილო გუნდის მხრიდან ექსცესები მოხდეს და თამაში მუშტი-კრივში გადაიზარდოს.

ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო “შსს აკადემიას” უკანახაზელი დევონტა ვონი, რომელმაც 25 ქულა დააგროვა. 13 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მძიმე ფორვარდი ილია ლონდარიძე.

“ოლიმპის” შემადგენლობაში ყველაზე მეტი 22 ქულა დარენ მორმა დააგროვა. ეს კალათბურთელი “ოლიმპის” შემადგენლობაში პლეი ოფის დაწყების წინ ჩაირიცხა, თუმცა დროის ამ მცირე მონაკვეთშიც შეძლო გუნდთან შეთამაშება და მისი ერთ-ერთი ლიდერი გახდა.  

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გია კაზანჯიანი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): “როგორც გუშინ ვიწინასწარმეტყველეთ, ხუთმატჩიანი სერია გამოვიდა და დაპირებული “ბინძური” თამაშიც შევთავაზეთ მეტოქეს. თუმცა ბოლო წამებამდე არ იყო გადაწყვეტილი გამარჯვებულის ვინაობა.

მსაჯობით უკმაყოფილო ვარ. არ ვადანაშაულებ მათ, თუმცა როდესაც სამი ტექნიკური მივიღეთ დღევანდელ თამაშში, ამით შეუძლებელია უკმაყოფილო არ ვიყო”.

გიორგოს კეცელიდისი (“შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელი): “დღევანდელი თამაშით ვისიამოვნე, ამისათვის დიდი მადლობა მეტოქე გუნდის მწვრთნელს, რადგან თამაშის ბედის გადწყვეტა მისი დიდი დამსახურებაა. დღევანდელი თამაშის შედეგით ფანები თუ დარჩებიან კმაყოფილნი, რადგან 5 მატჩის გამართვა გვიწევს. რაც შეგვეხება ჩვენ, ძალიან გადაღლილი ვართ. რეიმონდს ორქულიანი რომ ჩაეგდო, თამაში სხვანაირად მოტრიალდებოდა. თუმცა ეს ჩვენი ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა, რადგან ჩაჭრებიდან “ოლიმპს” 17 შედეგიანი კონტრშეტევა ჰქონდა, ჩვენ მხოლოდ – 4.

ორი წელია აქ ვარი და არასდროს, მითუმეტეს წაგების დროს მსაჯებს და მოთამაშეებს არ ვაბრალებდი მარცხს. ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებდი. რას შეეხება დღევანდელ მსაჯობას, ისინი ორივე გუნდისთვის ერთნაირად მსაჯობდნენ და მიკერძოება არ ყოფილა”.

ირაკლი მიქელაძე (“ოლიმპის” მოთამაშე): “ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. დღეს შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა, მაქსიმალურად მოვინდომეთ და მოგებაც ჩვენ დაგვრჩა”.

დევონტა ვონი (“შსს აკადემიას” მოთამაშე): “ოლიმპის” მხრიდან დღეს უფრო მეტი აგრესია იგრძნობოდა. უფრო კარგი თამაში იყო, რომელშიც სამწუხაროდ დავმარცხდით.”

 

ქ. თბილისი შსს აკადემია 75 - 82 ოლიმპი 2013-05-24, 18:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამი  
შსს აკადემია 13 23 17 22 75
ოლიმპი 20 25 21 16 82
შსს აკადემია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 მიხეილ ჩიტაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
5 დეონტა ვონი * 39:17 4 8 50 3 7 42.9 8 10 80 0 4 4 3 4 3 3 0 25
6 რევაზ როგავა 07:28 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 2 1 0 0 0
8 მერაბ ბოქოლიშვილი * 15:52 1 1 100 0 0 0 2 2 100 0 0 0 1 3 1 0 0 4
9 ილია ლონდარიძე 25:57 5 6 83.3 0 0 0 3 4 75 6 4 10 0 5 4 0 0 13
13 ჩად პრევიტი * 30:45 1 3 33.3 3 6 50 5 6 83.3 1 6 7 1 4 1 0 0 16
20 აკაკი ლომოური 12:10 1 1 100 0 3 0 0 0 0 2 3 5 0 2 1 2 0 2
22 ვასილის კუნასი 15:45 1 2 50 1 1 100 2 4 50 0 5 5 2 4 0 0 0 7
23 ზვიად ანთაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
33 ბექა ბექაური 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
41 კირკ არჩიბექი * 18:02 0 4 0 0 0 0 3 4 75 0 4 4 1 4 1 0 0 3
44 ბენჟამინ რეიმონდი * 34:44 0 3 0 1 6 16.7 2 2 100 0 3 3 3 2 2 0 0 5
0 2 2 0 0 0 0 0 0
13 28 46.43 8 23 34.78 25 32 78.12 9 31 40 11 30 14 5 0 75
 
ოლიმპი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გულისაბედაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
5 კოკა ტომარაძე 00:39 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
6 სტენ სოკი 18:00 0 0 0 0 3 0 1 2 50 1 2 3 1 1 0 1 0 1
7 მიხეილ ბერიშვილი * 22:35 0 2 0 2 5 40 2 2 100 2 5 7 1 5 1 2 0 8
8 ტარიელ თავართქილაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
10 ირაკლი მიქელაძე * 22:00 0 1 0 3 4 75 3 4 75 0 1 1 2 3 0 0 0 12
11 ნოდარ თენიეშვილი 13:38 1 1 100 0 1 0 0 0 0 0 1 1 0 3 0 1 0 2
12 ლევან ფაცაცია * 34:23 4 9 44.4 2 5 40 4 5 80 2 5 7 3 3 2 0 1 18
21 აკაკი დვალიშვილი 14:21 2 5 40 0 0 0 1 2 50 1 0 1 0 5 0 0 0 5
22 დარენ მორი * 35:48 5 9 55.6 0 2 0 12 15 80 2 0 2 3 4 2 2 0 22
34 სტეფან მილოშევიჩი * 23:57 2 10 20 0 0 0 4 7 57.1 3 6 9 3 5 2 0 1 8
35 მარტინას ანდრიუკატისი 14:39 0 1 0 2 3 66.7 0 2 0 1 2 3 1 0 0 0 0 6
1 2 3 0 1 0 0 0 0
14 38 36.84 9 23 39.13 27 39 69.23 13 24 37 14 30 7 6 2 82

 

ეკა ლოლუა

http://www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცენები

0.953265