კალათბურთი

18:21 | 12.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპი” ფინალში

მიმდინარე სუპერლიგის მე-3 ნახევარფინალური შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში “ქუთაისმა” და “ოლიმპმა” ჩაატარეს. უმძიმეს მატჩში გამარჯვება 73:69 და ფინალის საგზური “ოლიმპმა” მოიპოვა. გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტი - 20 ქულა გიორგი ცინცაძემ მოიპოვა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ქუთაისელთაგან მათი ახალწვეული დარკო კოხადარევიჩი გაისარჯა საუკეთესოდ, რომელმაც 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
გია კაზანჯანიანი, “ოლიმპის” მწვრთნელი: “ოთხ დღეში სამი თამაშის ჩატარება, თანაც სხვადასხვა ქალაქებში, ძალიან ძნელია. ორივე გუნდის მოთამაშეები ძალაგამოლეულები იყვნენ. ჯარიმები ჩვენ უკეთ გამოვიყენეთ და ამიტომაც გავიმარჯვეთ”.
ილიცა მილუტინოვიჩი, “ოლიმპის” კალათბურთელი: ”ქუთაისმა” ჩემპიონატის მსვლელობისას 3-ჯერ გვძლია, თან ამჟამად გაძლიერდა და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, ამიტომაც ძალიან ამაყები ვართ, რომ დავამარცხეთ”.
დავით უსტიაშვილი, “ქუთაისის” მწვრთნელი: “ჩვენც დაღლილები ვართ, 8 დღეში 5 თამაში ჩავატარეთ. მანამდე კი თითქმის ერთი თვე არ გვითამაშია და “ოლიმპისნაირ” გუნდთან შერკინება ძნელია. ჯარიმები რომ გამოგვეყენებინა, მოვიგებდით კიდეც, თუმცა ჩემი ბიჭების თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ”.
ამჟამად მიმდინარეობს მატჩი მე-5 ადგილისთვის: “დინამო” – “შსს აკადემია”.

რუსუდან ჭუმბურიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174395