კალათბურთი

17:25 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპი”-“დინამო” 54:64

 

კალათბურთში საქართველოს თასის მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს “ოლიმპი” და “დინამო” დაუპირისპირდნენ. შემადგენლობიდან გამომდინარე, ფავორიტად “დინამო” ითვლებოდა, რომელიც სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო “ოლიმპი” ჯერჯერობით VII ადგილზეა. ამ შეხვედრაში არ უთამაშია “დინამოს” ახალწვეულ ლეგიონერ  ბოშკო სტოიაკოვიჩს, რომელიც გუნდს მეორე წრის შემდეგ შეუერთდა. შეხვედრა “დინამოს” უპირატესობით დაიწყო. “ოლიმპი” მალე გამოფხიზლდა და ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდეც კი დაიყვანა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო. მატჩის საბოლოო ანგარიშია 54:64 “დინამოს” სასარგებლოდ.

ამ შეხვედრაში შედეგიანი იყო “დინამოს” ცენტრალური თავდამსხმელი სტევან მილოშევიჩი, რომელმაც 20 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო “ოლიმპის” მხრიდან ცენტრალური თავდამსხმელი რიჩარდ მათიაშვილი გამოირჩა, რომლის ანგარიშზეც ასევე ორმაგი დუბლი - 15 ქულა და 11 მოხსნა დაფიქსირდა.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 23 იანვარს გაიმართება.

თბილისის კალათბურთის აკადემიაში დაგეგმილ მესამე მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს “შსს აკადემია” და “ქუთაისი-2010” შეხვდებიან, რომელიც ახლა იწყება.

0.159434