ფეხბურთი

13:37 | 11.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოლიჩი “ვოლფსბურგს” დატოვებს

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “ვოლფსბურგის” ვეტერანი ფორვარდი ივიცა ოლიჩი კლუბს შეიცვლის. 34 წლის ხორვატი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

“დარწმუნებული არ ვარ, რომ მომდევნო სეზონშიც “ვოლფსბურგში” ვითამაშებ. რამდენიმე კლუბი უკვეა ჩემით დაინტერესებული და მათთან მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებ”, - განუცხადა ვეტერანმა თავდამსხმელმა გერმანელ ჟურნალისტებს.

ცნობისათვის, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, ოლიჩმა 20 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130726