“ვოლფსბურგის” ხორვატი თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “სტოკ სიტის” მიაშურებს. გერმანული სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფეხბურთელმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა და იქვე დასძინა, რომ ინგლისში თამაში ძალიან უნდოდა.
“არ მგონია, როდესმე კიდევ მომეცეს პრემიერლიგაში მოხვედრის შანსი. შემოთავაზებამ ძალიან გამახარა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, საბოლოო თანხმობა ჯერ არ მითქვამს” – განაცხადა ფეხბურთელმა.