ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი ოფების მე-2 დღეს პირველი ოვერტაიმიც ვიხილეთ. “ჰიუსტონ როკიტსმა”, რომელმაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, საწყის რაუნდში მოედნის უპირატესობა პირველად მიიღო, “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს” უმასპინძლა და 120:122 დამარცხდა.
ჰიუსტონელთა ლიდერებმა ჯეიმს ჰარდენმა და დუაიტ ჰოვარდმა 27-27 ქულა ჩააგდეს, თუმცა, შეხვედრის გმირები მაინც ვერ გახდნენ. ეს პატივი სტუმართა ვარსკვლავებს – ლამარკუს ოლდრიჯს და დემიან ლილარდს ერგოთ. ისინი მაიკლ ჯორდანის და სკოტი პიპენის ერის შემდგომ პირველი კალათბურთელები გახდნენ, რომელთაც პლეი ოფის შეხვედრაში, ერთი გუნდის მხრიდან, მინიმუმ 45 და 30 ქულა ჩააგდეს.
ოლდრიჯი ამასაც არ დაკმაყოფილდა და პორტლენდელთათვის საპლეოფო შედეგიანობის რეკორდიც დაამყარა. ლამარკუსმა 46 ქულა მიითვალა და 2003
დღის სხვა მატჩებში რელგულარული სეზონის გამარჯვებულმა “სან ანტონიო სპურსმა” უბერებელი ტიმ დანკანის (27 ქულა) წინაძღოლობით, “დალას მავერიქსს” 90:85 სძლია, ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “მაიამი ჰითმა” “შარლოტ ბობქეთსს” 99:88 მოუგო, ხოლო თორნიკე შენგელიას ყოფილი კლუბი “ჩიკაგო ბულსი” “ვაშინგტონ უიზარდსთან” 93:102 დამარცხდა და მოედნის უპირატესობა დაკარგა.
დალასი: ელისი (11 ქ.), ნოვიცკი (11 ქ. 8 მ.), მერიონი (8 ქ. 7 მ.), კალდერონი (7 ქ.), დალემბერტი (2 ქ. 8 მ.); ჰარისი (19 ქ.), რაიტი (11 ქ.), კარტერი (10 ქ.), კრაუდერი (6 ქ.), ბლეირი.
სერიაში ანგარიშია 1:0
მაიამი – შარლოტი 99:88 (19:23, 30:19, 23:23, 27:23)
მაიამი: ჯეიმსი (27 ქ. 9 მ.), უეიდი (23 ქ.), ბოში (13 ქ.), ჩალმერსი (7 ქ.), ჰასლემი (2 ქ.); ჯონსი (12 ქ.), ანდერსენი (8 ქ. 10 მ.), კოული (7 ქ.), ალენი, ლუისი.
შარლოტი: უოკერი (20 ქ. 6 პ.), ჯეფერსონი (18 ქ. 10 მ.), მაკრობერტსი (15 ქ. 7 მ.), ჰენდერსონი (6 ქ. 8 მ.), კიდ-გილკრისტი (5 ქ. 7 მ.); ნილი (17 ქ.), ზელერი (4 ქ.), რიდნური (2 ქ.), დუგლას-რობერტსი (1 ქ.), ტოლივერი, ბიიომბო.
სერიაში ანგარიშია 1:0
ჩიკაგო – ვაშინგტონი 93:102 (22:24, 32:24, 21:24, 18:30)
ჩიკაგო: ჰაინრიხი (16 ქ.), ბატლერი (15 ქ. 7 მ.), დანლივი (11 ქ.), ბუზერი (11 ქ. 9 მ.), ნოა (10 ქ. 10 მ.); ოგასტინი (16 ქ.), გიბსონი (12 ქ.), სნელი (2 ქ.), მოჰამედი.
ვაშინგტონი: ნენე (24 ქ. 8 მ.), არიზა (18 ქ. 7 მ.), უოლი (16 ქ. 6 პ.), გორტატი (15 ქ. 13 მ.), ბილი (13 ქ. 7 პ.); მილერი (10 ქ.), უებსტერი (3 ქ.), ბუკერი (3 ქ.), ტემპლი, გუდენი, ჰარინგტონი.
სერიაში ანგარიშია 0:1
ჰიუსტონი – პორტლენდი 120:122 ოტ. (20:27, 29:21, 30:25, 27:33, 14:16)
ჰიუსტონი: ჰარდენი (27 ქ. 6 პ.), ჰოვარდი (27 ქ. 15 მ. 4 დ.), პარსონსი (24 ქ.), ჯონსი (12 ქ. 13 მ.), ბევერლი (9 ქ.); ლინი (14 ქ.), გარსია (5 ქ.), აშიკი (2 ქ.).
პორტლენდი: ოლდრიჯი (46 ქ. 18 მ.), ლილარდი (31 ქ. 9 მ.), მეტიუზი (18 ქ.),
სერიაში ანგარიშია 0:1