ფეხბურთი

18:13 | 11.11.2013 | ნანახია NaN - ჯერ

ოლა “სენტ-ეტიენის” მეკარეს თავდასხმაში ადანაშაულებს

 

“ლიონის” პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ “სენტ-ეტიენის” მეკარე სტეფან რუფიე თავდასხმაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში, სტუმრად მოგებული (2:1) მატჩის მერე, რუფიემ გასახდელისკენ მიმავალ გზაზე ხელი დაარტყა.

“სენტ-ეტიენის” სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენელი შეეცადა ჩვენი ექიმისთვის დაერტყა. მე კონფლიქტის განმუხტვას ვცდილობდი და ამ დროს რუფიე ზურგიდან მომიახლოვდა, რის შემდეგ, წელის არეში ხელი ძალიან ძლიერად დამარტყა” – იუწყება ოლას სიტყვებს Le 10 Sport-ი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:16 | 28.08.2020
ბაბუ პერესი (16691)

ჩელსიმ ბევრი კარგი ფეხბურთელი დაიმატა,წესით უფრო ძლიერები უნდა იყვნენ ამ სეზონში ვიდრე წინაში

17:03 | 28.08.2020
davidinho (1027)

ამის რაღა დროის ჩელსია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069806