2014 წლის “ყველა ვარსკვლავთა მატჩი”, რომელსაც ნიუ ორლეანმა უმასპინძლა, ტრადიციულად ძალიან უხვქულიანი გამოდგა – ჯამში მეტოქეებმა 318 ქულა (!) ჩააგდეს.
გამარჯვება აღმოსავლეთ კონფერენციის ნაკრებს დარჩა, რომელმაც პირველი ტაიმი 13 ქულის სხვაობით დათმო, მეორეში კი კაირი ირვინგის, კარმელო ენტონის და ლებრონ ჯეიმსის წინამძღლობით, მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა – 163:155.
შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშის ტიტული
“ეს ძალიან დიდი პატივია. ასეთი კალათბურთელების გვერდით თამაში ნამდვილი ბედნიერებაა. გულშემატკივარს სანახაობის ხილვა სურდა და მეც მაქსიმუმი გავიღე. დღეს, ჩვენს გუნდში რამდენიმე MVP თამაშობდა და მიხარია, რომ საბოლოოდ, მე გამომარჩიეს”, - აღნიშნა ირვინგმა.
ისიც ვთქვათ, რომ კარმელო ენტონიმ და ბლეიკ გრიფინმა, რომელმაც კევინ დიურანტის დარად 38 ქულა ჩააგდო, “ოლ სტარის” მორიგი მიღწევები დაამყარეს.
ენტონიმ საკუთარ ანგარიშზე 8 სამქულიანი ჩაიწერა, ხოლო გრიფინმა თამაშიდან 19 სროლა გამოიყენა.
დასავლეთი – აღმოსავლეთი 155:163 (44:42, 45:34, 37:47, 29:40)
დასავლეთი: დიურანტი (38 ქ. 10 მ. 6 პ.), გრიფინი (38 ქ.), ლავი (13 ქ. 9 მ.), კარი (12 ქ. 11 პ.), ჰარდენი (8 ქ.); პოლი (11 ქ. 13 პ.), დევისი (10 ქ.), ლილარდი (9 ქ.), ჰოვარდი (8 ქ. 11 მ.), პარკერი (4 ქ.), ოლდრიჯი (4 ქ.), ნოვიცკი.
აღმოსავლეთი: ირვინგი (31 ქ. 14 პ.), ენტონი (30 ქ.), ჯეიმსი (22 ქ. 7 მ. 7 პ.), ჯორჯი (18 ქ.), უეიდი (10 ქ.); უოლი (12 ქ.), დეროზანი (8 ქ.), ნოა (8 ქ.), ჰიბერტი (8 ქ.), მილსეპი (6 ქ.), ჯონსონი (5 ქ.), ბოში (5 ქ.).
http://www.youtube.com/watch?v=VTLOSioW1TA