კალათბურთი

14:29 | 24.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ოლ სტარის” სასტარტო ხუთეულები ცნობილია

კობი ბრაიანტი ჩანაცვლებას ითხოვს


ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელსაც “ოლ სტარის” მონაწილეთა ვინაობა უნდა გამოერკვია. შეგახსენებთ, რომ “ყველა ვარსკვლავთა” მომავალი მატჩი ნიუ ორლეანში 16 თებერვალს გახლავთ დაგეგმილი.

აღმოსავლეთის ნაკრების სასტარტო ხუთეული: ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი (ორივე – “მაიამი”), კარმელო ენტონი (“ნიუ იორკი”), პოლ ჯორჯი (“ინდიანა”), კაირი ირვინგი (“კლივლენდი”).

დასავლეთის ნაკრების სასტარტო ხუთეული: კობი ბრაიანტი (“ლეიკერსი”), სტივენ კარი (“გოლდენ სტეიტი”), კევინ დიურანტი (“ოკლაჰომა სიტი”), ბლეიკ გრიფინი (“კლიპერსი”), კევინ ლავი (“მინესოტა”).

ცნობისთვის, სტივენ კარი, პოლ ჯორჯი, კაირი ირვინგი და კევინ ლავი, რომელმაც გამოკითხვის ბოლო დღეებში დუაიტ ჰოვარდს გადაუსწრო, “ოლ სტარის” სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშებენ.

ამასთან, კობი ბრაიანტმა, რომელმაც ქომაგებისგან 988 884 ხმა მიიღო, ლიგის ხელმძღვანელობას მისი სხვა მოთამაშით ჩანაცვლება სთხოვა. საქმე ის გახლავთ, რომ კობის ტრავმა აწუხებს და მოედანზე გასვლა სიმბოლურად, ორიოდ წუთით თუ შესძლებს, ეს კი, მისი აზრით, კონკურენტებისადმი უპატივცემულობა იქნება.

 

მაიამი – ლეიკერსი 109:102 (30:27, 27:19, 28:29, 24:27)

მაიამი: ბოში (31 ქ.), ჯეიმსი (27 ქ. 13 მ.), ჩალმერსი (11 ქ.), ალენი (10 ქ.), ბატიე (3 ქ.); კოული (11 ქ.), ბიზლი (7 ქ. 7 მ.), ოდენი (5 ქ.), ანდერსენი (4 ქ.), მეისონი, ლუისი.

ლეიკერსი: მიკსი (22 ქ.), გასოლი (22 ქ. 11 მ.), ჯონსონი (7 ქ.), კელი (7 ქ.), მარშალი (6 ქ. 11 პ.); იანგი (19 ქ.), ჰილი (8 ქ. 7 მ.), ჰარისი (7 ქ.), საკრე (4 ქ.).

 

პორტლენდი – დენვერი 110:105 (27:30, 32:37, 27:24, 24:14)

პორტლენდი: ოლდრიჯი (44 ქ. 13 მ.), მეტიუზი (24 ქ.), ლოპესი (12 ქ. 9 მ.), ლილარდი (11 ქ.), ბატუმი (6 ქ. 7 მ. 10 პ.); მაკკოლუმი (7 ქ.), რობინსონი (4 ქ.), უილიამსი (2 ქ.), ფრილენდი.

დენვერი: ჩენდლერი (18 ქ.), ფოი (14 ქ.), ლოუსონი (13 ქ. 11 პ.), ჰიკსონი (12 ქ. 7 მ.), ფარიდი (8 ქ.); რობინსონი (13 ქ.), რენდოლფი (12 ქ.), მოზგოვი (8 ქ.), ფურნიე (4 ქ.), მილერი (3 ქ.).

 

 აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა 41 32 1 0 8 4028:3657 0.805
2. მაიამი 43 29 2 2 10 4476:4237 0.721
3. ატლანტა 41 19 3 1 18 4198:4153 0.537
4. ტორონტო 41 20 1 3 17 4043:3944 0.512
5. ჩიკაგო 41 19 2 2 18 3811:3794 0.512
6. ვაშინგტონი 41 18 2 5 16 4051:4080 0.488
7. ბრუკლინი 40 16 2 2 20 3893:4005 0.450
8. შარლოტი 44 17 2 2 23 4137:4255 0.432
9. დეტროიტი 42 17 0 3 22 4178:4321 0.405
10. კლივლენდი 42 11 4 2 25 4051:4280 0.357
11.    ნიუ იორკი 42 13 2 1 26 3997:4172 0.357
12. ბოსტონი 44 14 1 0 29 4196:4351 0.341
13. ფილადელფია      42      10      4      1      27      4260:4613      0.333
14. ორლანდო 43 11 0 4 28 4137:4392 0.256
15. მილუოკი 41 7 1 5 28 3759:4124 0.195

 

დასავლეთ კონფერენცია

1. ოკლაჰომა სიტი 43 31 2 0 10 4535:4223 0.767
2. სან ანტონიო 42 31 1 0 10 4400:4070 0.762
3. პორტლენდი 43 29 3 0 11 4702:4452 0.744
4. კლიპერსი 44 27 2 1 14 4639:4403 0.659
5. ჰიუსტონი 44 28 1 1 14 4660:4486 0.659
6. გოლდენ სტეიტი 43 25 1 2 15 4456:4275 0.605
7. ფინიქსი 41 24 0 2 15 4281:4149 0.585
8. დალასი 44 25 0 1 18 4556:4499 0.568
9. მემფისი 40 18 2      1      19      3834:3862      0.500
10.    დენვერი 41      20      0 0 21 4238:4221 0.488
11. მინესოტა 41 19 1 1 20 4367:4164 0.488
12. ნიუ ორლეანი 41 14 2 0 25 4130:4221 0.390
13. ლეიკერსი 43 16 0 1 26 4327:4551 0.372
14. საკრამენტო 41 13 2 1 25 4168:4266 0.366
15. იუტა 43 13 1 1 28 4063:4351 0.326
0.117621