ჩემპიონობის ერთ-ერთმა მთავარმა მაძიებელმა "ოკლაჰომამ" საკუთარ Chesapeak Energy Arena-ზე ტრავმებით დასუსტებულ "ჩიკაგოს” უმასპინძლა და ძალზე იოლად, 30-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 102:72.
მატჩი რას ვესტბრუკის ზუსტი სამქულიანით გაიხსნა, თუმცა საპასუხოდ ჯერ ჰემილტონმა ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, ხოლო შემდეგ რობინსონმა ჩასვა შორეული "სამიანი" - 5:3 "ჩიკაგოს" სასარგებლოდ. ამ მომენტის შემდეგ მასპინძლებმა სერიოზულად მოჰკიდეს ხელი მატჩის სადავეებს და საფინალო სირენამდე აღარც გაუშვიათ. სკოტ ბრუქსის მიერ დამოძღვრილი გუნდი შესანიშნავად ირჯებოდა დაცვაში, გადაკეტა რა სამწამიანი ზონა და შეზღუდა ბუზერის და ნოას თავისუფალი გადაადგილება ფარის სიახლოვეს. შეტევაში ვესტბრუკისა და დურანტის სუპერწყვილი მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ და აუღელვებლად ზრდიდა ანგარიშში საკუთარი გუნდის უპირატესობას. სროლები წაუვიდა კონგოში დაბადებულ სერჟ იბაკას, რომელმაც 12 მცდელობიდან 7 ზუსტად გამოიყენა (აქედან ერთი სამიანი), და მატჩი 17 ქულით დაასრულა. "თანდერმა" სამი მეოთხედი დამაჯერებლად მოიგო და უკანასკნელი თორმეტწუთეულის წინ 26-ქულიანი ჰანდიკაპიც მოიპოვა. ბოლო მეოთხედში ორივე გუნდის მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობები დაასვენეს და სათადარიგოებს მისცეს თავის გამოჩენის შანსი, რამაც საბოლოო შედეგი არ შეცვალა, უბრალოდ, საფინალო ანგარიში დააფიქსირა - 102:72.
"დალასისა" და "ლეიკერსის" მატჩმა მაყურებელთა იმედები 100% გაამართლა. ორივე გუნდმა ლამაზი, გახსნილი, ლაღი კალათბურთი შემოგვთავაზა. შეხვედრა პირველივე წუთებიდან კობი ბრაიანტისა და დირკ ნოვიცკის პირად დაპირისპირებად გადაიქცა, რომელშიც გამარჯვებული კალიფორნიელი გამოდგა.
მთელი მატჩის განმავლობაში ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დამაჯერებელი უპირატესობის მოპოვებას. დუაიტ ჰოვარდმა საწყის წუთებში ორი უაზრო ფოლი მიიღო და დიდი ხნით გადაინაცვლა სათადარიგოთა სკამზე, რითაც ელტონ ბრენდმა ისარგებლა, რომელიც მშვენივრად გამოიყურებოდა. თავის მხრივ, კლარკი ვერანაირად ვერ უმკლავდებოდა დირკ ნოვიცკის, რომელიც ძალზე აკურატულად ისროდა შორი დისტანციიდან (4-4). მაგრამ ყველა ეს ფაქტორი, ტეხასელთა სამწუხაროდ, კობი ბრაიანტის ბრწყინვალე თამაშმა გადაფარა, რომელმაც მატჩის მიმდინარეობისას კარიერაში ჩაგდებული ქულების რაოდენობით 31000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა და ამ მიღწევით ნბა-ს ისტორიაში შეუერთდა ისეთ კალათბურთელებს, როგორებიც უილტ ჩემბერლენი, კარლ მელოუნი, ქარიმ აბდულ ჯაბარი და მაიკლ ჯორდანი არიან. "შავმა მამბამ" პირადად გამოჭედა "ლეიკერსისთვის" ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება (103:99) და მატჩი 38 ქულით, 12 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
"ბრუკლინ ნეთსს" მცირე ტრავმის გამო აკლია ლიდერი ჯო ჯონსონი, რომლის გარეშეც პი ჯეი კარლესიმოს გუნდს აშკარად უჭირს დადებითი შედეგის მიღწევა. ნიუიორკულმა გუნდმა ამჯერად შინ "მემფის გრიზლისთან" იწვნია მარცხი. მასპინძლებმა ვერაფერი მოუხერხეს სტუმართა ცენტრს, "პანდად" წოდებულ ზაკ რენდოლფს, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში შეუჩერებელი იყო და საკუთარ ანგარიშზე 16 ქულა და 14 მოხსნა ჩაიწერა. მწირქულიან მატჩში გადამწყვეტი გამოდგა მეორე მეოთხედი, როდესაც "ნეთსმა" 12 წუთში მეტოქეს მხოლოდ 19 ქულა ჩაუგდო, საკუთარ კალათში კი 27 მიიღო, რის შემდეგაც ვეღარ დაეწია "გრიზლისს". აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მესამე მეოთხედში მხოლოდ 25 ქულა ჩავარდა (13:12 "ბრუკლინის" სასარგებლოდ). ლაიონელ ჰოლინზის გუნდმა მძიმე მატჩი მაინც მიიყვანა ლოგიკურ გამარჯვებამდე - 76:72. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა პი ჯეი კარლესიმომ სამატჩო განაცხადში შეიყვანა ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია, თუმცა თოკოს თამაშში ჩართვის საშუალება არ მისცემია.
დალასი - ლეიკერსი 99:103 (30:27, 24:27, 21:25, 24:24)
დალასი: კოლისონი (7), მეიო (8), ჯეიმსი, მერიონი (6), ნოვიცკი (30); მოროუ, კარტერი (15), კრაუდერი, კამანი (4), ბრენდი (14), რაიტი (6), მ. ჯეიმსი (6)
ლეიკერსი: ნეში (20), ბრაიანტი (38), ჰოვარდი (9+13მ), კლარკი (6), ვორლდ ფისი (1); მიქსი (11), ჯეიმისონი (13), ბლეიკი (5)
მინესოტა - გოლდენ სტეიტი 99:100 (32:18, 23:34, 26:24, 18:24)
მინესოტა: რიდნური (14), პეკოვიჩი (21), კირილენკო (14), რუბიო (16+11პ+8მ), უილიამსი (23+12მ); კანინგემი (2), ბარეა (4), შვედი (4), სტიმსმა (1)
გოლდენ სტეიტი: კარი (18), ტომპსონი (10), ლი (22+13მ), ბარნსი (7), ბიედრინში; ლენდრი (19), ჯეკი (23), გრინი, ბეიზმორი (1), ჯეფერსონი, ეზელი
მაიამი - კლივლენდი 109:105 (33:20, 31:26, 17:36, 28:23)
მაიამი: ჩელმერსი (16), უეიდი (24), ბოში (7), ჯეიმსი (28), ჰასლემი (7); ალენი (11), კოული (2), ანდერსონი, ლუისი, ბეტიე (14)
კლივლენდი: ირვინგი (17), უეიტერსი (26), ზილერი (7), ტომპსონი (11), ჯი (9); მაილსი (19), უოლტონი, სპეიტსი (11), ელინგტონი (5)
ნიუ ორლეანი - საკრამენტო 110:95 (30:27, 23:20, 26:26, 31:22)
ნიუ ორლეანი: გორდონი (17), ვასკესი (12+13პ), ლოპესი (12), დევისი (20), ამინუ (4); ტომასი, ანდერსონი (17), სმიტი (8), ანრი, რობერტსი (2), მეისონი (13), რივერსი (5)
საკრამენტო: ტომასი (16), ევანსი (12), კაზინსი (16+10მ), ტომპსონი (16), სალმონსი (18); ჰოუსი, ტორნტონი (12), ფრედიტი (3), ჯონსონი, პატერსონი (2)
ბრუკლინი - მემფისი 72:76 (19:16, 19:27, 13:12, 21:21)
ბრუკლინი: უილიამსი (24), უოტსონი (11), ლოპესი (9), ევანსი (2), უოლესი; ბლაჩი (10), ბოგანსი (3), ბრუქსი (8), ტელეტოვიჩი, ტეილორი
მემფისი: კონლი (10), ალენი (12), გასოლი (14), რენდოლფი (16+14მ), პრინსი (11); პოინდექსტერი (6), დეი (5), კ. ჯონსონი, ბეილისი, დევისი, არტური (2)
ნიუ იორკი - ფილადელფია 99:93 (24:22, 28:18, 24:27, 23:26)
ნიუ იორკი: კიდი (3), შამპერტი (4), ჩენდლერი (5), ენტონი (29), ფელტონი (14); პრიჟიონი (4), კოუპლენდი, სტადემაირი (22), სმიტი (14), ნოვაკი (4)
ფილადელფია: ჰოლიდეი (30), ნ. იანგი, თ. იანგი (11), თერნერი (21), ჰოუსი (10); უილკინსი (4), რაიტი, პარგო (7), ალენი (10)
ფინიქსი - სან ანტონიო 87:97 (21:19, 19:35, 21:24, 26:19)
ფინიქსი: დრაგიჩი (10+11პ), გორტატი (21+12მ), სკოლა (15), დადლი (9), ტაკერი (6); ონილი (6), ჯონსონი, მორისი (9), ბიზლი, მარშალი (3), მარკუს მორისი (7), გარეტი (1)
სან ანტონიო: დე კოლო (4), გრინი (8), ლეონარდი (16), სპლიტერი (14), დანკანი (10); ჯექსონი (3), დიაო (12), ჯინობილი (12), ბონერი (2), მილსი (16), ბეინსი
პორტლენდი - ბოსტონი 86:92 (27:21, 22:21, 22:25, 21:19)
პორტლენდი: ლილარდი (12), მეტიუსი (24), ჰიქსონი (11+11მ), ოლდრიჯი (16), ბატიუმი (18); ლეონარდი (3), ფრილენდი, კლავერი (4), ბარტონი (2), მეინორი (2)
ბოსტონი: ლი (5), ბრედლი (8), გარნეტი (20), ბასი (11), პირსი (23); ვარნადო, გრინი (11), ტერი (4), უილკოქსი (2), უილიამსი (2), კროუფორდი
ოკლაჰომა - ჩიკაგო 102:72 (24:16, 25:20, 31:18, 22:18)
ოკლაჰომა: ვესტბრუკი (23), სეფოლოშა (11), პერკინსი, იბაკა (17+10მ), დურანტი (19+16მ); მარტინი (5), კოლისონი (4), თაბითი (1), ლემბი (9), ჯექსონი (7), ჯონსი (2), ორტონი (4), ლიგინსი
ჩიკაგო: რობინსონი (13), ჰემილტონი (5), ნოა (8), ბუზერი (2), დენგი (13); ბატლერი (2), ბელინელი (9), გიბსონი (8), ტიგი (3), მოჰამედი (6), რადმანოვიჩი (3), კუკი
დასავლეთ კონფერენცია
1. | სან ანტონიო | 58 | 45 | 13 | 6048:5558 | 0.776 |
2. | ოკლაჰომა | 56 | 41 | 15 | 5968:5461 | 0.732 |
3. | კლიპერსი | 58 | 40 | 18 | 5822:5457 | 0.690 |
4. | მემფისი | 55 | 37 | 18 | 5135:4927 | 0.673 |
5. | დენვერი | 57 | 35 | 22 | 5997:5789 | 0.614 |
6. | გოლდენ სტეიტი | 56 | 33 | 23 | 5667:5676 | 0.589 |
7. | იუტა | 56 | 31 | 25 | 5516:5534 | 0.554 |
8. | ჰიუსტონი | 58 | 31 | 27 | 6168:6001 | 0.534 |
9. | ლეიკერსი | 57 | 28 | 29 | 5815:5754 | 0.491 |
10. | პორტლენდი | 56 | 26 | 30 | 5420:5581 | 0.464 |
11. | დალასი | 55 | 25 | 30 | 5584:5642 | 0.455 |
12. | მინესოტა | 53 | 20 | 33 | 5060:5175 | 0.377 |
13. | ნიუ ორლეანი | 57 | 20 | 37 | 5384:5545 | 0.351 |
14. | საკრამენტო | 57 | 19 | 38 | 5534:5944 | 0.333 |
15. | ფინიქსი | 57 | 18 | 39 | 5392:5713 | 0.316 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | მაიამი | 54 | 40 | 14 | 5573:5192 | 0.741 |
2. | ინდიანა | 56 | 35 | 21 | 5248:5009 | 0.625 |
3. | ნიუ-იორკი | 53 | 33 | 20 | 5305:5104 | 0.623 |
4. | ბრუკლინი | 57 | 33 | 24 | 5423:5404 | 0.579 |
5. | ატლანტა | 54 | 31 | 23 | 5260:5218 | 0.574 |
6. | ჩიკაგო | 56 | 32 | 24 | 5181:5110 | 0.571 |
7. | ბოსტონი | 56 | 29 | 27 | 5371:5371 | 0.518 |
8. | მილუოკი | 54 | 26 | 28 | 5277:5336 | 0.481 |
9. | ტორონტო | 56 | 23 | 33 | 5457:5524 | 0.411 |
10. | ფილადელფია | 54 | 22 | 32 | 4977:5171 | 0.407 |
11. | დეტროიტი | 58 | 22 | 36 | 5494:5643 | 0.379 |
12. | კლივლენდი | 56 | 18 | 38 | 5467:5670 | 0.321 |
13. | ვაშინგტონი | 54 | 17 | 37 | 4969:5168 | 0.315 |
14. | ორლანდო | 56 | 15 | 41 | 5252:5587 | 0.268 |
15. | შარლოტი | 56 | 13 | 43 | 5255:5755 | 0.232 |