კალათბურთი

12:38 | 4.05.2013 | ნანახია 399 - ჯერ

"ოკლაჰომა", "ნიუ იორკი", "მემფისი" და "ინდიანა" - კონფერენციის ნახევარფინალში

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, "ოკლაჰომამ" დროულად მოახერხა გამოფხიზლება, სრული კონცენტრაცია მოიკრიბა და Toyota Center-ში "ჰიუსტონთან" მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების წყალობით (103:94) კონფერენციის ნახევარფინალის საგზურიც მიიღო (4:2).

"თანდერის" წარმატების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც რას ვესტბრუკის (ტრავმა) არყოფნის პირობებში სრული ლიდერობა აიღო საკუთარ თავზე - 27 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა. გუნდს უდიდესი დახმარება გაუწია კევინ მარტინმაც, რომელიც ტრადიცულად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში და მატჩი 25 ქულით დაასრულა.

გაამართლა სკოტ ბრუქსის ტაქტიკურმა გადაადგილებამ, როდესაც "მძიმე" ცენტრ კენდრიკ პერკინსის მაგივრად უფრო მეტი სათამაშო დროით გაცილებით მოძრავი და სწრაფი ნიკ კოლისონი დატვირთა, რომელსაც საბოლოოდ ერთადერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე - 10 ქულა, 9 მოხსნა (4 - მეტოქის ფარზე).

"ჰიუსტონის" რიგებში კი გამორჩეული კვლავ ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც 26 ქულას კი მოუყარა თავი, თუმცა 22 ტყორცნიდან მხოლოდ 7 გამოიყენა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩენდლერ პარსონსი, რომლისთვისაც ეს საუკეთესო სეზონია კარიერაში. ახალგაზრდა კალათბურთელმა ერთბაშად 6 შორეული ტყორცნა ჩააგდო და 25 ქულა დააგროვა. მხრის ტრავმის მორჩენის შემდეგ გუნდის სათადარიგოთა სკამიდან დაეხმარა ძირითადი გამთამაშებელი ჯერემი ლინი, რომელსაც 13 წუთში მხოლოდ 3 ქულა და 1 მოხსნა ქონდა.

თანაბარ ბრძოლაში გალეული 3 მეოთხედის შემდეგ, უკანასკნელი პერიოდის სტარტზე "ოკლაჰომამ" "ჰიუსტონს" 14:4 გაქცევა მოუწყო და ანგარიშში 92:81 დაწინაურდა, რის შემდეგაც ერთხელაც აღარ დაუთმია ლიდერობა და საბოლოო ანგარიშის თავის სასარგებლოდ დაფიქსირებით (103:94) კონფერენციის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც "მემფის გრიზლისს" დაუპირისპირდებიან, რომელმაც, თავის მხრივ, ასევე 6-მატჩიან სერიაში (4:2) ასპარეზობას "ლოს ანჯელეს კლიპერსი" გამოთიშა.

Fedex Forum-ში გამართულ მატჩში "გრიზლისმა" ბრწყინვალე გუნდური კალათბურთი აჩვენა და "ლობ სიტი" ძალზედ დამაჯერებლად – 13-ქულიანი ჰანდიკაპით დაამარცხა - 118:105.

"მემფისის" რიგებში სასტარტო ხუთეულის ყველა კალათბურთელმა შეძლო 10 ან მეტი ქულის მოგროვება. სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ქუინსი პოინდექსტერმა და ჯარეტ ბეილესმაც კარგად წარმოაჩინეს თავი - მათი ჯამური მონაგარი 28 ქულაა.

თავის მხრივ, "კლიპერისის" რიგებში საუკეთესო მეტ ბარნსი იყო, რომელსაც პერიმეტრიდან წაუვიდა სროლები და მეტოქეს ერთბაშად 6 სამქულიანი ჩაუგდო. მატჩის ბოლოს მისმა მონაგარმა 30 ქულას უწია. ტრადიციულად სასარგებლო იყო კრის პოლი 28 ქულითა და 8 შედეგიანი გადაცემით. ტრავმის მოშუშების შემდეგ, მცირე სათამაშო დრო ბლეიკ გრიფინმა მიიღო, რომელმაც არასრულ 14 წუთში 9 ქულა ჩააგდო, თუმცა საკუთარ გუნდს მაინც ვერ უშველა.

2012-13 წლების სეზონი "ბოსტონისთვისაც" დასრულდა. სერიაში 0:3-ს მერე ზედიზედ 2 მოგების შემდეგ, "სელტიქსის" გულშემატკივრებს იმედი ჩაესახათ, რომ მათი გუნდი შეძლებდა, ნბა-ს ისტორიაში გამხდარიყო პირველი გუნდი, რომელიც საწყისი 3 მატჩის წაგების მიუხედავად, მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა კარმელო ენტონი, რომელმაც TD Garden-ში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებს 21 ქულა "მიართვა" და ლომის წვლილი დაიდო საკუთარი გუნდის წარმატებაში.

აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სტადიაზე "ნიქსის" მეტოქე "ინდიანა პეისერსი" იქნება, რომელმაც პლეი ოფის პირველი რაუნდის მეექვსე მატჩში "ატლანტას" გასვლაზე 81:73 სძლია და სერია თავის სასარგებლოდ - 4:2 დაასრულა.

 

ჰიუსტონი - ოკლაჰომა 94:103 (29:26, 25:32, 23:20, 17:25)

ჰიუსტონი: ბევერლი (8), ჰარდენი (26+6მ+7პ), აშიქი (13+13მ), პარსონსი (25+7მ), გარსია (11); ლინი (3), ანდერსონი (2), სმიტი (2)

ოკლაჰომა: ჯექსონი (17+7მ+8პ), სეფოლოშა (3), პერკინსი, იბაკა (10), დურანტი (27+8მ+6პ); მარტინი (25), კოლისონი (10), ფიშერი (11), ლიგინსი

ოკლაჰომამ მოიგო სერია 4:2

 

მემფისი - კლიპერსი 118:105 (29:26, 29:27, 34:26, 26:26)

მემფისი: კონლი (23), ალენი (19), მ. გაზოლი (10), რენდოლფი (23), პრინსი (11); დულინგი, ქოინდექსტერი (10), არტური (4), ბეილესი (18)

კლიპერსი: პოლი (28+8პ), ბილაფსი (4), ჯორდანი (5), ოდომი (7), ბატლერი (14); კროუფორდი, ბარნსი (30), გრიფინი (9), ჰილი (4), ბლედსოუ, გრინი (4)

მემფისმა მოიგო სერია 4:2

 

ბოსტონი - ნიუ იორკი 80:88 (10:24, 17:15, 20:28, 33:21)

ბოსტონი: ბრედლი (10), პირსი (14), გარნეტი (15+10მ), ბასი (6), გრინი (21); ტერი (14), უილიამსი, ლი, კროუფორდი

ნიუ იორკი: პრიჟიონი (14), ფელტონი (11), ჩენდლერი (9), შამპერტი (17), ენტონი (21); სმიტი (13), მარტინი (3), კიდი, კემბი

ნიუ იორკმა მოიგო სერია 4:2

 

ატლანტა - ინდიანა 73:81 (20:21, 9:16, 21:28, 23:16)

ატლანტა: ტიგი (10), ჰარისი (14), პეტრო (4), ჰორფორდი (15), სმიტი (14); ჯონსონი (4), კორვერი (12), ტოლივერი, ჯონსი

ინდიანა: ჰილი (21), სტივენსონი (8+11მ), ჰიბერტი (17+11მ), ვესტი (21), ჯორჯი (4); ტ. ჰენსბრო (6), ოგასტინი (2), პენდერგრაფი (2), მაინმი

ინდიანამ მოიგო სერია 4:2

დასავლეთ კონფერენცია

1. ოკლაჰომა             
82        
60         
4      
2     
22     
8669:7914       
0.732     
2. სან ანტონიო
82 58 4 3 24 8448:7923 0.707
3. დენვერი 82 57 4 2 25 8704:8287 0.695
4. კლიპერსი 82 56 0 2 26 8289:7760 0.683
5. მემფისი 82 56 4 1 26 7659:7319 0.683
6. გოლდენ სტეიტი
82 47 2 2 35 8296:8223 0.573
7. ლეიკერსი 82 45 3 0 37 8381:8286 0.549
8. ჰიუსტონი 82 45 0 4 37 8688:8403 0.549
9. იუტა 82 43 3 3 39 8038:8045 0.524
10. დალასი 82 41 3 8 41 8293:8342 0.500
11. პორტლენდი 82 33 5 1 49 7995:8255 0.402
12. მინესოტა 82 31 1 1 51 7851:8045 0.378
13. საკრამენტო 82 28 0 4 54 8219:8619 0.341
14. ნიუ ორლეანი
82 27 1 3 55 7714:8031 0.329
15. ფინიქსი                               
82 25 3 2 57 7805:8335 0.305

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. მაიამი                                 
82         
66         
5      
1     
16     
8436:7791        
0.805    
2. ნიუ იორკი
82 54 0 2 28 8196:7849 0.659
3. ინდიანა 81 49 2 3 32 7674:7348 0.605
4. ბრუკლინი 82 49 5 0 33 7944:7798 0.598
5. ჩიკაგო 82 45 4 2 37 7641:7615 0.549
6. ატლანტა 82 44 4 1 38 8032:7999 0.537
7. ბოსტონი 81 41 7 4 40 7818:7836 0.506
8. მილუოკი 82 38 3 3 44 8108:8231 0.463
9. ფილადელფია 82 34 2 1 48 7640:7914 0.415
10. ტორონტო 82 34 2 7 48 7971:8092 0.415
11. დეტროიტი 82 29 0 3 53 7778:8105 0.354
12. ვაშინგტონი 82 29 0 5 53 7644:7852 0.354
13. კლივლენდი 82 24 0 1 58 7913:8297 0.293
14. შარლოტი 82 21 3 1 61 7661:8418 0.256
15. ორლანდო 82 20 1 3 62 7718:8291 0.244

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.887916
399