კალათბურთი

16:36 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“OKAY”-მ და კალათბურთის ფედერაციამ ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს

დღეს, 6 მარტს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და კომპანია “OKAY”-ს შორის, რომელსაც ხელი ფედერაციის პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა მიხეილ გაბრიჩიძემ და კომპანიის წარმომადგენელმა ბაადურ კოპლატაძემ მოაწერეს.

თანამშრომლობის ვადა ერთი წლით განისაზღვრა. ამ ხნის განმავლობაში კომპანია კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სუპერლიგას კომპიუტერებითა და საინფორმაციო სამსახურის გაუმჯობესების მიზნით სხვა ტექნიკითაც მოამარაგებს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, კალათბურთის ფედერაციამ კომპანია “OKAY”-ს სამახსოვროდ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისური და ნაკრების წევრების ავტოგრაფებით დამშვენებული კალათბურთის ბურთი გადასცა.

გაბრიჩიძემ და კოპლატაძემ ბოლოს მასმედიისთვის განცხადება გააკეთეს:

კოპლატაძე: “მოგესალმებით, ჩვენი კომპანიისთვის დიდი პატივია საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობა. ეროვნული ნაკრების პარალელურად, სასურველია ქართული კალათბურთი საკლუბო დონეზეც გაუმჯობესდეს. სუპერლიგის კლუბების წახალისების მიზნით ჩვენი კომპანია კალათბურთის ფედერაციას ტექნიკური აღჭურვილობით დაეხმარება. იმედია საქართველოს ეროვნული ნაკრები დაძლევს ევრო-2015-ის შესარჩევ ტურნირს და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს”.

გაბრიჩიძე: “მადლობა კომპანია “OKAY”-ს იმ სურვილისთვის, რომელიც მან ქართული კალათბურთის განვითარებისთვის გამოიჩინა. დღეს გაფორმებული ხელშეკრულება იმედს გავძლევს, რომ ფედერაციის ტექნიკით აღჭურვა თანამედროვე დონეზე მოხდება”.

სიტყვით გამოვიდა ცნობილი კომენტატორი, სუპერლიგის მონაწილე “მაქაბის” პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი ჯამლეთ ხუხაშვილი “საქართველოში, სათამაშოO სახეობებიდან, კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ყველაზე მეტჯერ, ზედიზედ ორჯერ შეძლო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე მოხვედრა. კალათბურთის ფედერაციას აქამდეც გამართული საიტი ჰქონდა, რომელიც “OKAY”-ს დახმარების შემდეგ კიდევ უფრო უკეთესი გახდება. ქვეყანას გადაარჩენს სპორტი და ხელოვნება”.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.290746
სარეკლამო ადგილი - 99
X x X