დღეს დილით გამოქვეყნებულმა საჩოგბურთო რეიტინგებმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადეს. უპირველესად რაფა ნადალის წინსვლას გამოვყოფთ. მონრეალისა და ცინცინატის “მასტერზ1000”-ების მოგების შემდეგ მალიორკელმა ჯერ მესამე პოზიცია დაიბრუნა, ამჯერად კი მეორე ადგილამდე ავიდა.
კარიერის განმავლობაში პირველად მეხუთე საფეხურამდე აღზევდა ცინცინატის ტურნირის ნახევარფინალისტი ტომაშ ბერდიხი, ხოლო გადამწყვეტი მატჩის მონაწილე ჯონ იზნერი მოწინავე ოცეულს 14-ე ადგილით დაუბრუნდა.
კლასიფიკაციაში საგრძნობლად დაქვეითდა ცინცინატის შეჯიბრების შარშანდელი გამარჯვებული როჯერ ფედერერი. წლეულს შვეიცარიელმა ტიტული ვერ დაიცვა და ამჯერად მეშვიდეა. ასე ქვემოთ რეიტინგში ფედერერი 2002 წლის ოქტომბრის შემდეგ არ დაშვებულა.
ქალთა რეიტინგსიას რაც შეეხება, მოწინავე ოცეულში ყველაზე მეტად სერბი ელენა იანკოვიჩი დაწინაურდა – მან 4 საფეხურით წაიწია წინ და სადღეისოდ მეთერთმეტეა.
ATP Rankings
1 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 10980
2 (3) რაფა ნადალი (ესპანეთი) 8860
3 (2) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 8700
4 (4) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 7210
5 (6) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 5135
6 (7) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 4740
7 (5) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 4695
8 (8) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 3470
9 (11) რიშარ გასკე (საფრანგეთი) 2625
10 (9) სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია) 2610
11 (10) მილოშ რაონიჩი (კანადა) 2555
12 (12) კეი ნიშიკორი (იაპონია) 2405
13 (13) ტომი ჰაასი (გერმანია) 2185
14 (22) ჯონ იზნერი (აშშ) 2185
15 (14) ეჟი იანოვიჩი (პოლონეთი) 2113
16 (15) ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი) 2110
17 (17) ჟილ სიმონი (საფრანგეთი) 2040
18 (16) ფაბიო ფონინი (იტალია) 2025
19 (18) მარინ ჩილიჩი (ხორვატია) 1805
20 (19) კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა) 1740
WTA Rankings
1 (1) სერენა უილიამსი (აშშ) 12260
2 (2) ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 9505
3 (3) მარია შარაპოვა (რუსეთი) 8766
4 (4) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 6335
5 (6) სარა ერანი (იტალია) 5125
6 (5) ნა ლი (ჩინეთი) 4825
7 (7) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 4365
8 (10) კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 3490
9 (9) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 3440
10 (8) ანგელიკ კერბერი (გერმანია) 3420
11 (15) ელენა იანკოვიჩი (სერბეთი) 3265
12 (12) რობერტა ვინჩი (იტალია) 3220
13 (11) სამანტა სტოსური (ავსტრალია) 3210
14 (13) კირსტენ ფლიპკენსი (ბელგია) 2961
15 (14) ანა ივანოვიჩი (სერბეთი) 2940
16 (16) მარია კირილენკო (რუსეთი) 2870
17 (17) სლოან სტივენსი (აშშ) 2865
18 (18) საბინ ლისიცკი (გერმანია) 2556
19 (20) დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი) 2400
20 (19) კარლა სუარეს ნავარო (ესპანეთი) 2375







