ფეხბურთი

12:51 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოჰ, ეს ანდროსი

კვირას ინგლისის პრემიერლიგის მატჩში “ტოტენჰემმა” “ჰალ სიტი” 1:0 დაამარცხა. ჩვეულებისამებრ, აქტიური იყო ანდროს თაუნსენდი. თუმცა, “დეზების” ახალგაზრდა ვარსკვლავი ამ საღამოს სხვა რამის გამო მოექცა ყურადღების ცენტრში. ერთ-ერთი შეტევისას თავი ვერ შეიმაგრა და სარეკლამო დაფის უკან გადავარდა, თავად ხომ ჟანგბადის ბალიში დასჭირდა მოსასულიერებლად და ვარდნისას ფოტორეპორტიორ გრემ ჩედვიკს ბუცი შუბლზე გაუხახუნა და ბლომად სისხლიც ადინა. “25 წელიწადია რეპორტიორი ვარ და ასეთი შემთხვევა არასოდეს მქონია. ანდროსი საშინელი სისწრაფით მორბოდა ჩემსკენ, მერე ჰაერში ამოტრიალდა და ვარდნისას მისი ბუცი შუბლზე შემეხო. თვითონ დაფის უკან ჩავარდა, დავიხარე, მინდოდა მეკითხა როგორ იყო და ამ დროს ვიგრძენი, რომ სისხლი მომდიოდა,” – თქვა მერე ჩედვიკმა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ჩედვიკს “ტოტენჰემის” ექიმებმა აღმოუჩინეს პირველი დახმარება, თაუნსენდი კი დაახლოებით 5 წუთში დაუბრუნდა მინდორ.

0.176012