ფეხბურთი

2:12 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოჰ, “ჩელსი,” “ჩელსი”

 

ტურის ადრეული მატჩი “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” უჩვეულოდ დაიწყო. გულშემატკივართა ნაწილმა 800 გირვანქად პატრა კერძო თვითმფრინავი იქირავა, მასზე ტრანსპარანტი შეაბა და “ოლდ ტრეფორდს” გადააფრინა. ტრანსპარანტზე, ცხადია, დევიდ მოიესის გადადგომის მოთხოვნა ეწერა. ამას ისიც დაერთო, რომ მე-13 წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს. ვესტვუდმა ”სტანდარტიდან” ზუსტად დაარტყა. ეს უკვე მეტისმეტი იყო, წინა ტურში თანაქალაქელ “სიტისთა” 0:3, მანმადე “ლივერპულთან” იმავე ანგარიშით მარცხი, მოკლედ, უეინ რუნის რომ არ ეყოჩაღა, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა. 7 წუთში “შრეკმა” თავურით გაათანაბრა, ტაიმის ბოლო წუთზე კი ბაკუნამ მატა საჯარიმოში წააქცია და რუნიმ ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მალევე შეაგდეს და ფაქტობრივად, გადაწყვიტეს მატჩის ბედი - “ემიუს” მაისურით პირველი გოლი გაიტანა ხუან მატამ. ბოლოს შეცვლაზე შესული “ჩიჩარიტოც” კი გამოირჩა, რომელსაც ბოლო დროს ბრიტანულ მედიაში ბევრს აკრიტიკებენ. ხავიერ ერნანდესმა ადნან იანუზაის გამოზომილი გადაცემა აქცია გოლად.

თამაშის მერე მოიესი ცხადია, გახარებული იყო, მაგრამ სამშაბათს “ბაიერნთან” გასამართ ჩემპიონთა ლიგის მატჩის გამო უფრო ნერვიულობდა: “მცველები მზად უნდა გვყავდნენ. რაფაელი დაშავდა და პირველი ტაიმის შემდეგ ამიტომ შევცვალე. ხვალ გამოკვლევას ჩაიტარებს და გავიგებთ, რამდენად სერიოზულადაა საქმე. მცირე ტრავმა აქვს ვალენსიას და ამიტომ არ ვათამაშე,” – უთხრა მოიესმა ჟურნალისტებს.

ტურის მთავარი მოულოდნელობა ლონდონურ დერბიში მოხდა. თავის “სელჰერსტ პარკზე” დებიუტანტმა “კრისტალ პალასმა” ლიდერი “ჩელსი” დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა. თუ კვირას “ლივერპულმა” გაიმარჯვა, “არისტოკრატებს” გადაასწრებს და ცხრილს სათავეში მოექცევა.

წინა ტურში “არსენალთან” დიდებული გამარჯვების შემდეგ (6:0), შესაძლოა, “ჩელსი” ცოტა არასერიოზულად მოეკიდა მოწინააღმდეგეს, რომელიც პრემიერლიგაში დასარჩენად იბრძვის და აქმდე ექვსი ტურის განმავლობაში არ გაემარჯვა. პირველი წუთებიდანვე ნათელი გახდა, რომ მოურინიუს შეგირდებს იოლი გასეირნება არ ელოდათ. მასპინძლები საკუთარ საჯარიმოში გამაგრდნენ და კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. სტუმრებს მაინც შეეძლოთ გატანა, შურლეს ჰქონდა მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენა. შემდეგ იყო ეპიზოდი, როცა ბრიტანელი ჟურნალისტების აზრით, მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა. კეჰილი საკუთარ საჯარიმოში ერთობ უხერხულად ჩაუვარდა ფეხებში მასპინძელ ბოლასის, მაგრამ არბიტრმა, ლი მეისონმა მომხვდურები დაინდო.

უცნობია, შეინარჩუნებდა თუ არა “კრისტალ პალასი” ნულოვან ფრეს, მაგრამ ყველაფერი ჯონ ტერის ავტოგოლმა გადაწყვიტა. გამოცდილმა მცველმა უხერხულად შეაგება თავი უარდის ჩამოწოდებულს და საკუთარ კარში შეაგდო. ამის შემდეგ მასპინძლები მთლად “ჩაიკეტნენ,” “ჩელსიმ” ინიციატივა მოიპოვა და რადგან საჯარიმოში შესვლა რთული იყო, შორიდან დარტყმებით ცდილობდნენ ვითარების გამოსწორებას. ყველაზე კარგი მომენტი აზარს ჰქონდა, როცა დაახოლებით 25 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ სპერონიმ იყოჩაღა. თავის მხრივ, კარის აღება მასპინძლებსაც შეეძლოთ, გამოსარჩევია პანჩონის შორეული დარტყმა და ჯერომის მეკარესთან პირისპირ გასვლა, რომელიც დროსაც მან ბურთი ძელს მოარტყა. ერთ მომენტში ჟოზე მოურინიუმ კონტროლი დაკარგა და გაბრაზებულმა ბურთის მომწოდებელ ბავშვს დაუწყო ჩხუბი, აქაო და დროზე მოგვაწოდე ბურთიო, რასაც მასპინძელი ქომაგების მძაფრი რეაქცია მოჰყვა, მერე კი თქვა: “ვფიქრობ, “კრისტალ პალასმა” დამსახურებულად გაიმარჯვა. მოწინააღმდეგე სიცოცხლისთვის იბრძოდა და მონდომება დაუფასდა. ცხადია, გაწბილებული ვარ, რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ჩემს მცველებს შევაქებ, დანარჩენებზე კი ამას ვერ ვიტყვი. ახლა უკვე კონკურენტების შედეგებზეც დიდად ვართ დამოკიდებულნი,” – უთხრა მოუმ BBC-ის.  

“არსენალმა” “მანჩესტერ სიტის” ამ ტურშივე გალიდერების შანსი წაართვა. არსენ ვენგერმა ეტყობა სწორი დასკვნები გაკეთა გასულ კვირას “ჩელსისთან” შერცხვენის შემდეგ და გუნდი ფსიქოლოგიურად უკეთ მოამზადა. თანაც წინა შეხვედრისგან განსხვავებით, თავიდანვე ათამაშა მატიე ფლამინი, რომელსაც ცენტრალურ ზონაში იაია ტურესთვის უნდა გაეწია კონკურენცია. “ქალაქელებმა” ენერგიულად დაიწყეს თამაში და მე-18 წუთზე დავიდ სილვამ გახსნა ანგარიში. აი, მეორე ტაიმში კი “მეთოფეებმა” ფხა გამოიჩინეს, უფრო გაიხსნენ, შეტევებსაც უმატეს და ამისათვის დაჯილდოვდნენ კიდეც. პოდოლსკის სწრაფი გარღვევა და ჩაწოდება სწორედ ნახსენები ფლამინის გოლით დამთავრდა. მასპინძლები კვლავ აგრძელებდნენ შეტევებს, იმავე პოდოლსკის შეეძლო გატანა, მაგრამ ჰარტმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე გადააგდო.

“საუთჰემპტონმა” “ნიუკასლი” შეარცხვინა, “ვესტრ ბრომვიჩისა” და “კარდიფის” მატჩი კი მართლაც რომ თრილერი იყო. 2:2-ზე უკვე მსაჯის დამატებული მეოთხე წუთი მიმდინარეობდა, როცა ვესტბრომელთა ფრანგმა ტიევუ ბიფუმამ მესამე გაიტანა, მასპინძელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა რამდენიმე წამში სტუმართა 18 წლის ნორვეგიემა მატს დელიმ ივარგა და “ჰოუთორნსის” პუბლიკა გააჩუმა.

 

მანჩესტერ იუნაიტედი – ასტონ ვილა 4:1 (2:1)

მანჩესტერი. “ოლდ ტრეფორდი.” 75 368

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ვიდიჩი, ბიუტნერი, რაფაელი (კერიკი 46), ჯონსი, იანგი, ფლეტჩერი, ფელაინი, რუნი (ერნანდესი 75), მატა, კაგავა (იანუზაი 68)

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ბერტრანი, კლარკი, დელფი, ვესტვუდი, ალბრიგტონი (ლაუტონი 78), ბაკუნა, აგბონლაჰორი (ტონევი 71),ბენტეკე, ვაიმანი

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

გოლები: 0:1 ვესტვუდი (13), 1:1, 2:1 რუნი (20, 45 პენ), 3:1 მატა (57), 4:1 ერნანდესი (90+1)

გაფრთხილება: რაფაელი (12). ბიუტნერი (16); ბაკუნა (44), ბერტრანი (64), კლარკი (88), ლაუტონი (90+3)

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 2(0)-0(6), ჯარიმა: 11-16, კუთხური: 0:5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 0:

 

კრისტალ პალასი – ჩელსი 1:0 (0:0)

ლონდონი. “სელჰერსტ პარკი.” 25 166

კრისტალ პალასი: სპერონი, მარიაპა, დელანი, დანი, უარდი, იედინაკი, დიკხაცოი, ლედლი, პანჩონი (პარი 90+1), ბოლასი (ო’კიფი 70), ჯერომი (მიურეი 88)

მწვრთნელი: ტონი პულისი

ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი (ოსკარი 46), ასპილიკუეტა, ლამპარდი (მუჰამედ სალა 56), მატიჩი, აზარი, ფერნანდო ტორესი, შურლე (ბა 70)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

გოლი: 1:0 ტერი (ს.კ. 52)

გაფრთხილება: ბოლასი (13), პანჩონი (20), დანი (76), მარიაპა (90); ტერი (32)

მსაჯი: ლი მეისონი

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 5(7)-3(10), ჯარიმა: 10-6, კუთხური: 2-13, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-3

 

საუთჰემპტონი – ნიუკასლი 4:0 (1:0)

საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 31 360

საუთჰემტონი: ბორუცი, ჟოზე ფონტე, ლოვერნი, შოუ, დევისი (შნაიდერლინი 73), ლალანა (გალახერი 90), კორკი, უარდ-პროუსი, ჩემბერსი, როდრიგესი, ლამბერტი (რამირესი 83)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ნიუკასლი: ელიოტი, კოლოჩინი, იანგა-მბივა (სანტონი 46), უილიმასონი, ჰაიდარა, ბენ არფა (დე იონგი 46), ტიოტე, სისოკო (დამეტი 78), ანიტა, გუფრანი, სისე

მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 1:0 როდრიგესი (45+1), 2:0 ლამბერტი (49), 3:0 ლალანა (70), 4:0 როდრიგესი (89)

გაფრთხილება: ჰაიდარა (76)

მსაჯი: ანდრე მარინერი

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 6(11)-3(1), ჯარიმა: 5-6, კუთხური: 7-5, თამაშგარე: 2:0,  სეივი: 2-7

 

სტოკ სიტი – ჰალ სიტი 1:0 (0:0)

სტოკი. “ბრიტანია.” 27 029

სტოკ სიტი: ბეგოვიჩი, პეტერსი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, აირლენდი, ველანი (პალასიოსი 82), ნ’ზონზი, კრაუჩი (გუიდეტი 87), ოდემვინგიე, არნაუტოვიჩი (ადამი 85)

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ჰალ სიტი: ჰარპერი, როსენიორი, დევისი, ბრიუსი (ალუკო 71), ჩესტერი, ჰადლსტოუნი (ქუინი 82), ელ მუჰამადი, მეილერი, ლივერმორი, ლონგი, იელავიჩი

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლი: 1:0 ოდემვინგიე (62)

გაფრთხილება: ოდემვინგიე (62), პალასიოსი (85)

მსაჯი: ნილ სუორბრიკი

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 2(2)-2(1), ჯარიმა: 9-9, კუთხური: 8-1, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-2

 

სუონსი – ნორვიჩი 3:0 (2:0) 

სუონსი. “ლიბერთი.” 20 371

სუონსი: ვორმი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, დევისი, დე გუზმანი (დაიერი 76), რუტლიჯი, ბრიტონი, შელვი, მიჩუ (პაბლო ერნანდესი 73), ბონი (ალვარო ვასკესი 87)

მწვრთნელი: გარი მონკი

ნორვიჩი: რადი, ოლსონი, ბასონგი, ბენეტი, მარტინი, ტეტი, ჰულაჰანი (გუტიერესი 46), სნოდგრასი, ჰაუსონი (ჯონსონი 46), ელმანდერი, ვან ვოლფსვინკელი (ჰუპერი 73)

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

გოლები: 1:0, 2:0 დე გუზამანი (30, 38), 3:0 რუტლიჯი (75)

გაფრთხილება: ანხელ რანხელი (62); ჯონსონი (57), ტეტი (59)

მსაჯი: ჯონათან მოსი

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 4(6)-3(0), ჯარიმა: 13-9, კუთხური: 7-4, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-4

 

ვესტ ბრომვიჩი – კარდიფი 3:3 (2:1)

ვესტ ბრომვიჩი. “ჰოუთორნსი.” 25 661

ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, რიდი, რიჯუელი, მაკოლი, დოუსონი, ამალფიტანო (ბერაინო 72), სესენონი, მორისონი, მულუმბუ, დორანსი (გერა 85), ვიდრა (ბიფუმა 90+4)

მწვრთნელი: პეპე მელი

კარდიფი: მარშალი, ტეილორი, ტერნერი, თეოფილე კეტრინი, ფაბიო (ზაჰა 36), კოლკერი, მედელი (უითინგემი 89), მატჩი, გუნარსონი (დელი 46), ბელამი, კემპბელი

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

გოლები: 1:0 ამალფიტანო (2), 2:0 დორანსი (9), 2:1 მატჩი (30), 2:2 კოლკერი (73), 3:2 ბიფუმა (90+4), 3:3 დელი (90+5)

გაფრთხილება: დორანსი (64); ბელამი (78)

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 4(6)-2(1), ჯარიმა: 14-12, კუთხური: 4:1, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-3

 

არსენალი – მანჩესტერ სიტი 1:1 (0:1)

ლონდონი. “ემირეითსი.” 60 060

არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, ვერმალენი, გიბსი, როსიცკი, არტეტა, ფლამინი, კასორლა, პოდოლსკი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 79), ჟირუ (სანოგო 85)

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მანჩესტერ სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, კლიში, საბალეტა, ნასრი (ხავი გარსია 81), დავიდ სილვა, იაია ტურე, ხესუს ნავასი (მილნერი 65), ფერნანდინიო, ჯეკო (ნეგრედო 85)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლი: 0:1 დავიდ სილვა (18), 1:1 ფლამინი (53)

გაფრთხილება: როსიცკი (42); იაია ტურე (31), კომპანი (33), დავიდ სილვა (45+1), ხავი გარსია (89)

მსაჯი: მაიკ დინი

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 1(4)-2(6), ჯარიმა: 10-10, კუთხური: 6-6, თამაშგარე: 2-0,  სეივი: 3-2,

 

მეგოლეები:

28 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

20 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

17 – იაია ტურე (5, “სიტი”)

15 – ჯეი როდრიგესი (“საუთჰემპტონი”), სერხიო აგუერო (“სიტი”), უეინ რუნი (2, “მანჩესტერი”)

0.20581